თაფლის ექსპორტმა იანვარ-აპრილში 13 მილიონ დოლარს გადააჭარბა

თაფლის ექსპორტმა იანვარ-აპრილში 13 მილიონ დოლარს გადააჭარბა

1990988
თაფლის ექსპორტმა იანვარ-აპრილში 13 მილიონ დოლარს გადააჭარბა

თურქეთიდან თაფლის ექსპორტმა მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების პერიოდში  13 მილიონ 468 ათას 114 დოლარს მიაღწია.

აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა კავშირის თავჯდომარის მოადგილემ, აჰმედ ჰამდი გურდოღანმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში თაფლის ექსპორტი 40 ქვეყანაში, ავტონომიურ და თავისუფალ ზონაში განხორციელდა. მისივე თქმით, ამ პერიოდში 4 ათას 142 ტონა თაფლის ექსპორტიდან 13 მილიონ 468 ათას 114 დოლარი იქნა მიღებული.

გურდოღანმა განაცხადა, რომ გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, ამ პერიოდში თაფლი საუდის არაბეთში, ირლანდიაში, ხორვატიაში, რუმინეთში, ვენესუელაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კამერუნში გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #თაფლის ექსპორტი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები