ირანი თურქეთთან ერთობლივი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას გეგმავს

ირანი თურქეთთან ერთობლივი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას გეგმავს

1984062
ირანი თურქეთთან ერთობლივი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას გეგმავს

ირანის თავისუფალი და სპეციალური ეკონომიკური ზონების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ჰუჯეთულა აბდულმელექმა განაცხადა, რომ ირანსა და თურქეთს შორის ერთობლივი თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება.

აბდულმელექმა დედაქალქ თეირანში, „IRAN EXPO 2023“-ზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნასთან დაკავშირებით 18 ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

აბდულმელექმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები თურქეთთანაც გამართეს და დაამატა: „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ექსპერტები აწარმოებდნენ ონლაინ მოლაპარაკებებს თანამოსაუბრეებთან. ერთობლივი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ურთიერთგარიგების მემორანდუმი მომზადდა, რომელსაც ხელი ერთ-ორ თვეში მოეწერება. ბოლო თვეებში ჩვენ გვქონდა პოზიტიური შეხვედრები თურქეთთან საპარლამენტო დონეზე, ასევე ვეწვიეთ თურქეთის ორ თავისუფალ სავაჭრო ზონას. ჩვენი მიზანია კარგი თანამშრომლობა, ურთიერთგამოცდილების გაზიარებით. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სამართლებრივ, ტექნიკურ და გეოგრაფიულ საკითხებსაც მოვაგვარებთ“.



მსგავსი ინფორმაციები