1 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით ანტალიაში საჰაერო გზით 450 ათას 283 ტურისტი ჩავიდა

1 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით ანტალიაში საჰაერო გზით 450 ათას 283 ტურისტი ჩავიდა

1953861
1 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით ანტალიაში საჰაერო გზით 450 ათას 283 ტურისტი ჩავიდა

მიმდინარე წლის, 1 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით ანტალიაში საჰაერო გზით ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ 450 ათას 283 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ისტორიაში შევიდა, როგორც „ყველა დროის საუკეთესო დასაწყისი“.

ანტალიის გუბერნატორის კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს მონაცემებით; 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით ანტალიაში საჰაერო გზით ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ 230 ათას 635 ადამიანი შეადგინა. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი (132 ათას 74) რუსეთიდან ჩავიდა. რუსებს მოყვებიან გერმანელები და ინგლისელები.

სხვა ქვეყნები, რომლებმაც ანტალიაში ყველაზე მეტი ტურისტი გაგზავნეს მიმდინარე წლის ორთვიან პერიოდში, იყო პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, დანია და ბელგია.


საკვანძო სიტყვები: #უცხოელი ტურისტები , #ანტალია

მსგავსი ინფორმაციები