ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი მოამზადა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში სანქციების პაკეტის დეტალებზე ვიდეო გაავრცელა

1916267
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი მოამზადა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი მოამზადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში სანქციების პაკეტის დეტალებზე ვიდეო გაავრცელა.

მან განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინისთვის სიკვდილისა და ნგრევის მოტანას და რომ რუსეთი შეგნებულად ცდილობდა უკრაინის პარალიზებას ზამთრის პერიოდში მშვიდობიან მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით.

ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და დაამატა: „8 სანქციების პაკეტი, რომელიც ჩვენ აქამდე დავაწესეთ, რუსეთს ტკივილს აყენებს... დღეს ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთზე მე-9 სანქციების პაკეტით“.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მათ შესთავაზეს კიდევ 200 პირისა და ორგანიზაციის დამატება ევროკავშირის სანქციების სიაში და სიაში შედის შეიარაღებული ძალების ოფიცრები, დუმის და ფედერაციის საბჭოს წევრები, მინისტრები და მრავალი პოლიტიკოსი.

მისივე თქმით, სიაში არიან ისეთებიც, ვინც უკრაინელი ბავშვები რუსეთში გაიტაცა და უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქცია მოიპარა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკს ტრანზაქციის სრულ აკრძალვას დაუწესებენ და ისინი სთავაზობენ სანქციების დაწესებას კიდევ 3 რუსული ბანკისთვის.

მან თქვა, რომ მიზანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფინანსური სახსრების შეწყვეტა.

„ჩვენ შევუწყვეტთ რუსეთის წვდომას ყველა სახის დრონთან და უპილოტო საფრენ აპარატთან“. - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა და დაამატა, რომ ისინი აკრძალავენ უპილოტო საფრენი აპარატების ძრავების ექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებსაც შეუძლიათ ამ პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდება.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთს პროპაგანდაში ხელს შეუშლიან და 4 რუსული არხის მაუწყებლობა შეწყდება.

„ჩვენ ვთავაზობთ უფრო მეტ ეკონომიკურ ზომებს რუსეთის ენერგეტიკისა და სამთო სექტორის წინააღმდეგ, მათ შორის რუსეთში ახალი სამთო ინვესტიციების აკრძალვას“. - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

კომისიის წინადადება ძალაში შესვლისთვის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #რუსეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები