რადიო

რადიო

თურქეთის საზოგადოების რადიო თავგადასავალი 1927 წლის 6 მაისს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად თითქმის ერთდროულად დაიწყო. 1964 წლის 1 მაისს TRT- თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, დაარსდა. დღეს TRT-ს რადიოები 5 ეროვნული, 5 რეგიონალური, 3 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო რადიო არხით, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პასუხისმგებლობით, ნეიტრალური და პრინციპული მაუწყებლობით, სწორი და კარგი თურქულით, საინფორმაციო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, მუსიკალური, გასართობი შინაარსის გადაცემებით, ქვეყნის ყველა კუთხეში საზოგადოების ყველა ნაწილს მიმართავს.

TRT RADYO 1

TRT RADYO 1  ყველასთვისაა, ვინც განათლებით, კულტურით, მეცნიერებითაა დაინტერესებული... მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა, თეატრი, სპორტი, გარემო, ეკონომიკა, ყველაფერი ცხოვრების შესახებ... სწორი, ნეიტრალური, სწრაფი საინფორმაციო სამსახური, თურქეთის ყველა კუთხეში, თანამგზავრიდან და ინტერნეტიდან მთელს მსოფლიოში...  TRT Radyo 1, 1927 წლიდან დღემდე ყველგან, სადაც რადიო გაქვთ...

TRT FM

TRT FM თქვენი მესაიდუმლე, მეგობარი, თანამგზავრი... ცოცხალი და დინამიური საინფორმაციო სამსახურით, ყველაზე მოთხოვნადი მუსიკალური ნომრებით... თურქეთის ყველა კუთხეში, თანამგზავრიდან და ინტერნეტიდან მთელს მსოფლიოში... TRT FM რადიო, რომელიც შორს მყოფებთან გვაახლოებს.

TRT RADYO 3

TRT RADYO 3 ელვის პრესლიდან ჯოან ბაეზამდე, ფრენკ სინატრადან ჩაიკოვსკამდე, მოცარტიდან სარა ვაუგანამდე, ფართო სპექტრის საუკეთესო მუსიკალური ნომრები... კლასიკურისა და თანამედროვეს სინთეზი... მთელს თურქეთში, თანამგზავრიდან და ინტერნეტიდან მთელს მსოფლიოში...

TRT NAĞME

TRT NAĞME TRT-ს არქივიდან შერჩეული ნაწარმოებები და ახალი ჩანაწერები... გუნდები, მსმენელთა სურვილები, პირდაპირი ეთერით თურქული კლასიკური მუსიკის უბადლო ნიმუშები... მთელს თურქეთში, თანამგზავრიდან და ინტერნეტით მთელს მსოფლიოში...

TRT TÜRKÜ

TRT TÜRKÜ თურქული ხალხური სიმღერებიდან დეიშები, ბოზლაკები, უზუნ ჰავა, აღითები... სახალხო შემსრულებლები, ოზანები, მოყვარული ჯგუფები, დიდი მემკვიდრეობა... მთელს თურქეთში, თანამგზავრიდან და ინტერნეტიდან მთელს მსოფლიოში.

TRT MEMLEKETİM FM

TRT MEMLEKETİM FM ცხოვრებისეული სახალისო მოგონებები, ემიგრანტების თავგადასავლები, წარმატებების ისტორიები, ქვეყნის ფასეულობები და ბევრი მუსიკა... ახალგაზრდებისა და მათთვის, ვინც თავს ახალგაზრდად გრძნობს, მუსიკა და საუბრები TRT Memleketim FM-ზე... TRT Memleketim FM-ს შეგიძლიათ უსმინოთ ინტერნეტით, თანამგზავრით, საკაბელო არხზე შუა კვირაში თურქეთის დროით 09.00-18.00 საათებს შორის... საყვარელი სიმღერის მოსმენა, საყვარელი ადამიანისათვის სიმღერის მიძღვნა ან გრძნობების და მოსაზრებების გაზიარება თუ მოგინდებათ, თურქეთის ხალისიანი ხმა  TRT Memleketim FM თქვენთან ერთადაა.  

TRT TSR

TRT TSR რადიო თურქეთის ხმა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისა და თანამემამულეებისათვის 24 საათიანი მაუწყებლობა... სხვადასხვა შიდა და საგარეო საკითხებზე თურქეთის მოსაზრებების გამომხატველი, ქვეყნის გაცნობაში თავისი წვლილის შემტანი „რადიო თურქეთის ხმა“  (TSR) დღეს 37 ენაზე მაუწყებლობს.

TRT ANTALYA

რადიო TRT ANTALYA 1962 წლიდან დღემდე... ხმელთაშუა ზღვის ფერები, მუსიკა, კულტურა და ტრადიციები... შუა კვირაში 10.00-12.00, კვირის ბოლოს 10.00-12.30 საათებს შორის რეგიონალური მაუწყებლობით ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, 13.00 საათიდან ერთი საათით არხზე TRT Türkü, თურქეთსა და მსოფლიოში...

TRT ÇUKUROVA

რადიო TRT ÇUKUROVA 1968 წლიდან დღემდე... ტავრის მთების სურნელი, ცხოვრება, რეგიონალური ფასეულობები... შუა კვირაში 10.00-12.00, კვირის ბოლოს 10.00-12.30 საათებს შორის რეგიონალური მაუწყებლობით ჩუქუროვას რეგიონში, 16.00 საათიდან ერთი საათით არხზე TRT Türkü, თურქეთსა და მსოფლიოში...

TRT RADYO GAP

რადიო TRT GAP DİYARBAKIR 1964 წლიდან დღემდე... სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის კულტურა, რეგიონის ხმა, ფოლკლორი... შუა კვირაში 10.00-12.00, კვირის ბოლოს 10.00-12.30 საათებს შორის რეგიონალური მაუწყებლობით სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, 15.00 საათიდან ერთი საათით არხზე TRT Türkü, თურქეთსა და მსოფლიოში...

TRT TRABZON

რადიო TRT TRABZON 1968 წლიდან დღემდე... მწვანე და ცისფერი ფერებით, ქემენჩეთი და გუდასტვირით შავი ზღვის რეგიონი... შუა კვირაში 10.00-12.00, კვირის ბოლოს 10.00-12.30 საათებს შორის რეგიონალური მაუწყებლობით შავი ზღვის რეგიონში, 14.00 საათიდან ერთი საათით არხზე TRT Türkü, თურქეთსა და მსოფლიოში...

TRT ERZURUM

რადიო TRT ERZURUM 1960 წლიდან დღემდე... აღმოსავლეთ ანატოლია თავისი ხალხური სიმღერებით და ფოლკლორით. შუა კვირაში 10.00-12.00, კვირის ბოლოს 10.00-12.30 საათებს შორის რეგიონალური მაუწყებლობით აღმოსვლეთ ანატოლიაში, 17.00 საათიდან ერთი საათით არხზე  TRT Türkü თურქეთსა და მსოფლიოში...

KENT RADYO ANKARA

TRT KENT RADYO ANKARA ყველაფერი ქალაქის შესახებ... ქალაქის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საკუთარი თავი ქალაქს მიანდეთ... TRT KENT RADYO İSTANBUL ANKARA FM 105.6 ფრეკანსზე ქალაქ ანკარაში.

KENT RADYO İSTANBUL

TRT KENT RADYO İSTANBUL  ყველაფერი ქალაქის შესახებ... ქალაქის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საკუთარი თავი ქალაქს მიანდეთ... TRT KENT RADYO İSTANBUL FM 106.6 ფრეკანსზე ქალაქ სტამბოლში.

KENT RADYO İZMİR

TRT KENT RADYO İZMİR  ყველაფერი ქალაქის შესახებ... ქალაქის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საკუთარი თავი ქალაქს მიანდეთ... TRT KENT RADYO İZMİR  FM 99.1 ფრეკანსზე ქალაქ იზმირში.

Radyo 6

TRT RADYO KURDΠთანამედროვე ხაზის, ყველა ასაკის მსმენელისათვის განკუთვნილი რადიო არხი ქურთულ ენაზე, რომლის მიზანიცაა ქვეყნის ერთობასა და მთლიანობაში წვლილის შეტანა. რადიომ მაუწყებლობა 2009 წლის 1 მაისს დაიწყო და იგი ხმას აწვდენს სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონს. რეგიონის ხალხსა და სახელმწიფოს შორის კავშირს აძლიერებს და დადებით გავლენას ახდენს თურქეთის საერთაშორისო კავშირებზე.

TRT RADYO HABER

TRT RADYO HABER ქვეყნის საზოგადოების ყველა ნაწილისათვის საინტერესო ინფორმაციები, საინფორმაციო პროგრამები, ამინდის პროგნოზი და ვითარება გზებზე, კულტურული და მხატვრული ღონისძიებები... ხალხისათვის ჯანსაღი ინფორმაციების მიწოდებისათვის სწორი, ნეიტრალური და სწრაფი საინფორმაციო პოლიტიკა.