სტამბოლის დახურული ბაზარი (დიდი ბაზარი)
სტამბოლის დახურული ბაზარი (დიდი ბაზარი) მდებარეობს ქალაქის ცენტრში ბეიაზითის, ნუროსმანიესა და მერჯანის უბნებს შორის. იგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი დახურული ბაზარი. მასში დაახლოებით 4000 მაღაზიაა განთავსებული, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 25 ათასი ადამიანი.