საქართველოს იუსტიციის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

2018 წლის 18 დეკემბერს თურქეთის იუსტიციის მინისტრი აბდულჰამიდ გიული ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე იქნა ყურადღება გამახვილებული. შეხვედრა პრესისათვის დახურული იყო.