გმირი პოლიციელი, რომელმაც იზმირში დიდი კატასტროფა აღკვეთა

იზმირში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულმა პოლიციელმა ფეთჰი სექინმა გამოჩენილი ყურადღებითა და გმირობით დიდი კატასტროფა აღკვეთა. ფეთჰი სექინმა სასამართლოს შენობის ზონაში პატრულირების დროს ტერორისტები შენიშნა, რის შემდეგაც ისინი გააჩერა, ტერორისტებმა კი გაქცევა სცადეს. ამ დროს პოლიციელმა იარაღით ერთი მათგანი ადგილზევე მოკლა, შემდეგ კი თავადაც დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: იზმირი , ტერაქტი , პოლიციელი