რიოს ფესტივალი საზეიმო ცერემონიით გაიხსნა

იგი 21 აგვისტოს დასრულდება

მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ღონისძიება, ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 6 აგვისტოს, ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში, ოფიციალურად გაიხსნა. "მარაკანას" სტადიონზე გამართულ გახსნის ცერემონალზე, რომელსაც გაეროს გენერალურ მდივანთან და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მრავალი ქვეყნის ლიდერიც ესწრებოდა, ოლიმპიური ცეცხლი ბრაზილიელმა მარათონელმა ვანდერლეი კარდეირუმ აანთო. თურქეთის დელეგაციას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი აქიფ ჩაღათაი ქილიჯი ხელმძღვანელობს.

ადრე დაგეგმილივით ოლიმპიური ცეცხლი ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს პელეს უნდა აენთო, თუმცა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცერემონიაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

ცერემონიის ფარგლებში "მარაკანაზე" ოლიმპიადის მონაწილე ეროვნული გუნდების აღლუმი გაიმართა. მსოფლიოს 207 ქვეყნის 12 ათას სპორტსმენთან ერთად თურქმა ოლიმპიელებმაც ჩაიარეს, ხოლო თურქი ოლიმპიელების დროშას ოფიციალური აღლუმის დროს ატარებდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში რიზა ქაიალფი. ოლიმპიური კოცონის დანთების შემდეგ უმშვენიერესი ფეიერვერკების სანახაობა გაიმართა. რიოს ფესტივალი 21 აგვისტოს ასევე საზეიმო ცერემონიით დასრულდება