ზელენსკი: „რუსებმა სამოქალაქო აეროპორტი დაბომბეს“
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული რაკეტები სამოქალაქო აეროპორტს მოხვდა.
მისი თქმით, მეხანძრეები უკრაინის ერთ-ერთ ცენტრალურ ქალაქში, ვინიცაში რუსული რაკეტებით დაბომბილ სამოქალაქო აეროპორტში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.