რუსეთის მოქალაქეების გრძელი რიგები ბანკომატებთან

რუსული ბანკების წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ რუსები ბანკომატებთან რიგებში დგანან.

რუსეთის იმით შეშინებული მოქალაქეები, რომ დასავლეთის სანქციები რუსულ ბანკებზე გამოიწვევს ნაღდი ფულის დეფიციტს და შეაფერხებს გადახდის სისტემას, ბანკომატების წინ გრძელ რიგებში დგანან. რუსეთის მოქალაქეებს ეშინიათ, რომ მათი საკრედიტო ბარათები არ იმუშავებს ან ბანკები შეზღუდავენ განაღდებას მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა დაბლოკეს რუსული ბანკების წვდომა SWIFT-ის გლობალურ გადახდის სისტემაზე და რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა გაეყინა მისი რეზერვები.


საკვანძო სიტყვები: სანქციები , რუსეთი , ბანკი , ბანკომატი