რუსებმა ძალის გამოყენებით დაშალეს დემონსტრანტები ქალაქ ხერსონში

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ქალაქ ხერსონში დემონსტრანტები რუსულმა ჯარებმა ხმის ბომბებითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაშალა. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გარბიან ადამიანები, როდესაც ტყვიები გარშემო ცვივა. მოედანი ივსება კვამლით და ისმის აფეთქებების და სროლის ხმას. ქალაქი ხერსონი გახდა პირველი დიდი ქალაქი, რომელიც დაიკავეს რუსეთის ძალებმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: რუსეთი , უკრაინა , ხერსონი