პეკინში Covid-19-ის მასობრივი ტესტირება გრძელდება, მოქალაქეები კი საკვებს იმარაგებენ

 

პეკინის მცხოვრებლებმა  Covid-19-ის მასობრივი ტესტირების დროს პანიკურად დაიწყეს საკვებისა და სხვა მასალების შეძენა, რის გამოც მარკეტებმა მარაგები გააორმაგეს. მას შემდეგ, რაც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში Covid-19-ის მასობრივი ტესტირება ამ კვირაში 22 მილიონიანი ქალაქის ერთი უბნიდან თითქმის ყველაზე უბანზე გავრცელდა, გაიზარდა იმის მოლოდინი, რომ გარდაუვალი გახდება კარანტინის გამოცხადება, როგორც ეს შანხაიში მოხდა.