ჩინეთსა და ბრიტანეთს შორის პირველი სატვირთო მატარებელი
ჩინეთის და გაერთიანებული სამეფოს დამაკავშირებელი პირველი სატვირთო მატარებელი, ჩინეთის აღმოსავლეთ ჩზეციანის პროვინციის, მცირე ავეჯის მაღაზიებით მსოფლიოში ცნობილ ქალაქ იუვიდან გავიდა. 68 კონტეინერით, ყოველდღიური მოთხოვნილების საგნებით დატვირთული მატარებელი, 18 დღის შემდეგ, ჩააღწევს ლონდონს. მატარებელი წავა ყაზახეთის, რუსეთის, პოლონეთის და საფრანგეთის გავლით. იუვის და ლონდონს შორის სარკინიგზო მარშრუტი საზღვაო მარშრუტთან შედარებით 30 დღით ნაკლებია და ავიაკომპანიის დანახარჯის, ერთი მეხუთედის საფასურია.