ბიგ ბენის ზარი რამდენიმე წლით აღარ ჩამოკრავს
ლონდონის ცნობილი საათის კოშკი, ვესტმინსტერის სასახლის ელიზაბედის კოშკი ანუ გავრცელებული სახელით ბიგ ბენი, 2021 წლამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაჩუმდება. დიდი ზარი, რომელიც 157 წლის მანძილზე საათში ერთხელ რეკავს, რესტავრაციის დასრულებამდე მხოლოდ ახალი წლის ღამეს და მნიშვნელოვანი მოვლენების დროს ჩამოკრავს.