უცხოური პრესა 25.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1696937
უცხოური პრესა 25.08.2021

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ისრაელი ჯარისკაცების მიერ დასავლეთ სანაპიროზე მოკლული 15 წლის პალესტინელი მოზარდი გუშინ დაკრძალეს

ერაყული ალ-ზემანი: ალჟირმა მაროკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა  

კატარული ალ-რაია: კატარი არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო წერტილი ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციისთვის

გერმანული პორტალი ტაგესშაუ.დე: გერმანიის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტლეფ შეელემ  მთავრობას მოუწოდა, უფრო მეტი ემიგრანტი მიიღოს, რადგან, “მუშახელის ამოწურვის“ გამო, გერმანიას წელიწადში  400,000 ემიგრანტი სჭირდება

ველტ.დე: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდ შვიდიანთა სამიტზე თქვა, რომ ქაბულიდან ევაკუაციის გაგრძელება აშშ-ის გარეშე, შეუძლებელი იქნება

დოიჩე ველე: თალიბანმა განაცხადა, რომ ავღანელებს არ მისცემენ ქვეყნიდან გასვლის უფლებას

ფრანგული ლე პარიზიენი: კოვიდ-19: ახალი კვლევის თანახმად, Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინების ეფექტურობა დელტას ვარიანტის წინააღმდეგ, 66 პროცენტამდე შემცირდა

ლე ფიგარო: ავღანეთში ქალების მდგომარეობით შეშფოთებული მსოფლიო ბანკი, წყვეტს ყველანაირ ფინანსურ დახმარებას

ლე მონდი: საფრანგეთის კუნძულ მარტინიკაზე გამოხადებული ლოქდაუნი,  კიდევ სამი კვირით გაგრძელდა

ესპანური ლა ვანგარდია: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მწვავე კრიტიკების მიუხედავად, დაჟინებით მოითხოვს  31 აგვისტომდე ქაბულიდან გასვლას

ინფობაე (არგენტინა): ურუგვაის მოსახლეობის 70 პროცენტმა გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა

ელ ნასიონალი (ვენესუელა): გამოვლენილია მძიმე კოვიდ-19 სიმპტომების პროგნოზირებადი მოლეკულური მექანიზმი

რუსული პორტალი გაზეტა.რუ: თალიბანის წარმომადგენელმა კატარში თქვა, რომ თალიბებს კარგი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან და ჩინეთთან

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის სახელმწიფო ვალმა 2021 წლის პირველ 6 თვეში,  20.4 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 17.7% შეადგენს

საინფრომაციო სააგენტო ტასსი: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით, ქაბულიდან რუსეთის, უკრაინისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 500-ზე მეტი მოქალაქის ევაკუირებას მოახდენს



მსგავსი ინფორმაციები