უცხოური პრესა 24.08.2021
დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

კატარული ალ-რაია: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, ავღანეთთან დაკავშირებით ინტენსიურ სატელეფონო დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტში დაწყებული ქაოსის შედეგად, რამდენიმე ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე კი დაიკარგა
ერაყული ალ-ზემანი: ამერიკული და ევროპული წყაროები იუწყებიან, რომ შეუძლებელია ავღანეთში ევაკუაციის დროულად დასრულება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თალიბანი უარს ამბობს ევაკუაციის ვადის გაგრძელებაზე
გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრამპ-კარენბაუერმა, რომელიც ავღანეთში გერმანელი და ადგილობრივი მოხელეების ევაკუაციის შეფერხების გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა, თქვა, რომ ის მზად არის პასუხი აგოს თავის ქმედებებზე
სუდეტშ ცაიტუნგი: გერმანიის მთავრობას სურს ეპიდემიასთან ბრძოლაში ამოიღოს მიმდინარე შემთხვევები, ხოლო მის ნაცვლად კი, მას სურს განიხილოს საავადმყოფოების დატვირთვის მაჩვენებელი, როგორც ახალი კრიტერიუმი
ტაგესშაუ.დე: აშშ-ი და გერმანია გეგმავენ საგანგებო თავშესაფრების შექმნას და ამ მიზნით, ავღანეთიდან ევაკუირებული დაახლოებით 4000 ადამიანი, შეიძლება დროებით განთავსდეს აშშ-ის ბაზებზე
ფრანგული ფიგარო: ხუთი ავღანელი, რომლებიც საფრანგეთში გადაიყვანეს, თალიბანთან კავშირების ბრალდებით დააკავეს
ლე მონდი: საფრანგეთის ვარის რეგიონში ხანძარი კონტროლის ქვეშ მოექცა
ლე პარიზიენი: საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის განცხადების თანახმად, სექტემბრიდან კოვიდ-19 ვაქცინის მესამე დოზა შეიძლება დაუნიშნონ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს
რუსული საინფრომაციო სააგენტო რია ნოვოსტი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) რუსეთს 17.5 მილიარდი დოლარი გამოუყო სპეციალურად გატანის უფლებებით (SDR).
როსიისკაია გაზეტა: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ”რუსეთს შეუძლია ევროპაში გაზის ტრანზიტის მიზნებს მიაღწიოს უკრაინის ტერიტორიაზე გაუვლელადაც”.
ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: 2021 წლის იანვარ-ივლისში თურქეთს 1,5 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია
ესპანური ელ პაისი: სასწავლო წელი ესპანეთში სექტემბერში დაიწყება
ელ მუნდო: აშშ-მა სრულად დაადასტურა Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინების გამოყენება
ტელესური, ვენესუელა: არგენტინამ ამ ორშაბათს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 4,355 მილიარდი დოლარი მიიღო