უცხოური პრესა 23.08.2021
დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

ფრანგული გაზეთი ფრანსე 24: საფრანგეთში, 2 სექტემბერს სკოლების გახსნით, კოვიდ-19 ვაქცინაციის კამპანია დაიწყება საშუალო სკოლის მოსწავლეებში
ლე მონდი: საფრანგეთში ჯანმრთელობის ლიცენზიის განაცხადის წინააღმდეგ დემონსტრაციები უკვე 6 კვირაა მიმდინარეობს და ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღო 175 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა
ლე ფიგარო: ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2200-მდე გაიზარდა და ზოგიერთ რეგიონს ჰუმანიტარული დახმარება ჯერ კიდევ ვერ მიეწოდება
კატარული ალ-რაია: აშშ-ი ავღანეთიდან 7000 ადამიანის ევაკუაციას მოახდენს
ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ავღანეთი: ერთის მხრივ ქვეყნიდან უცხოელების ევაკუაცია გრძელდება, მეორეს მხრივ სურსათის მსოფლიო ორგანიზაცია გაფრთხილებას იძლევა, რომ მდგომარეობა კატასტროფაში არ გადაიზარდოს
ერაყული ალ-ზემანი: ერაყის პრემიერ მინისტრი მუსტაფა ალ-ქაზიმი, ქუვეითს ეწვია
გერმანული პორტალი ტაგესშაუ.დე: გერმანიის მრავალ ქალაქში გამართულ დემონსტრაციებში, ათასობით ავღანელი ლტოლვილის მიღებას ითხოვენ
დოიჩე ველე: გერმანიაში კოვიდ-19 შემთხვევბი კვლავ გაიზარდა და ამით მეოთხე ტალღა დაიწყო
ფოკუს.დე: ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს არ სურს ავღანეთიდან ქვეყანაში შემოსული ლტოლვილების მიღება. ” ჩემი მმართველობის პერიოდში ეს არ მოხდება”, თქვა მან
რუსული საინფრომაციო სააგენტო ტასსი: უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც მოიცავს რიგი რუსული კომპანიების, მათ შორის მობილური საკომუნიკაციო კომპანია “როსტელეკომის“, დაბლოკვას
ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი: "ჩრდილოეთის ნაკადი-2" პროექტი, გააძლიერებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ათწლეულების განმავლობაში."
გაზეთი იზვესტია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არ არსებობს საშიშროება იმისა, რომ რუსეთი მოკლევადიან პერიოდში გამოიყვანონ საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-დან
ესპანური ელ პაისი: აშშ -ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ესპანეთს, ავღანეთიდან ამერიკელების ევაკუაციში დახმარებისთვის
ელ მუნდო: ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მაღალი სიცხის სიმპტომები, რომლებიც ახლახან გამოჩნდა კოვიდვირუსით დაინფიცირებულ ბავშვებში, გამოწვეულია T უჯრედების სისუსტით
ელ ნაციონალი (ვენესუელა): ვენესუელას გაერთიანებული ექიმების ჯგუფი ირწმუნება, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ვაქცინა შემოვიდა ჩინეთიდან, მაგრამ ხელისუფლება ამას რატომღაც მალავს