უცხოური პრესა 20.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1694410
უცხოური პრესა 20.08.2021

ფრანგული გაზეთი ლე ფიგარო: კოვიდ-19: საფრანგეთმა მაროკო და ალჟირი თავის წითელ ნუსხაში ​აიყვანა

ფრანსე 24: საფრანგეთში, სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, შეშფოთება იზრდება კოვიდ-19–ის დელტა ვარიანტზე

ლე მონდი: ხანძარი საფრანგეთის ვარის რეგიონში: მეხანძრეები შიშობენ, რომ პარასკევიდან კვირა დღემდე იქნება მეტად "სარისკო.“

იორდანიული ალ-დუსტური: დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა  თალიბანს მოუწოდეს, უზრუნველყოს უსაფრთხო წასვლა მათთვის, ვისაც სურს დატოვოს ავღანეთი

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ისრაელმა საჰაერო იერიშები განახორციელა სირიის დედაქალაქ დამასკოს მიმდებარე ტერიტორიებზე

კატარული ტელეარხი ალ-ჯაზირა: ევროპის ახალი შეშფოთებები ავღანეთში: რუსეთისა და ჩინეთის გავლენა, ნარკოტიკები, ლტოლვილები და ტერორიზმი

რუსული გაზეთი იზვესტია: ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსულ სამხედრო გემებს არ მიეცათ  აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სეუტას პორტში ღუზის ჩამოშვების საშუალება

საინფრომაციო სააგენტო ტასსი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი დღეს მოსკოვში განიხილავენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს. ეს იქნება ამ ლიდერების პირველი პირისპირი შეხვედრა კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) გაამხილა დოკუმენტები, თუ როგორ გამოსცადეს იაპონურმა სპეცსამსახურებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბიოლოგიური იარაღი საბჭოთა მოქალაქეებზე

გერმანული სააგენტო რტლ: ავღანეთიდან შესაძლო მასობრივი იმიგრაციის საკითხმა, პანიკა და განხეთქილება შექმნა ევროკავშირში

დოიჩე ველე: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მაასი: "ევროპის დამოკიდებულება ვაშინგტონზე, უნდა შემცირდეს."

სუდეტშ ცაიტუნგი: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მარბურგში, BioNTech ვაქცინების საწარმოო ობიექტში ვიზიტისას, მადლობა გადაუხადა ამ ვაქცინის შემქმნელ თურქ მენიერებს, უღურ შაჰინს და ოზლემ თურეჯის

ესპანური ელ პაისი: ესპანეთმა დაიწყო ავღანელი ლტოლვილების მიღება

ტელესური (ვენესუელა): არგენტინის მთავრობამ დაამტკიცა მასწავლებელთა ხელფასების 45.5 პროცენტით გაზრდა

პრენსა ლატინა (კუბა): ბრაზილია გეგმავს ჰუმანიტარული ვიზების გაცემას ავღანელ ლტოლვილებზე



მსგავსი ინფორმაციები