უცხოური პრესა 19.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1693758
უცხოური პრესა 19.08.2021

იორდანიული გაზეთი ალ-დუსტური: აშშ-ის მიერ თავისი ჯარების ავღანეთიდან გაყვანის შემდეგ, ამ ქვეყნის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და თვით ამერიკის პოპულარობა დაეცა

კატარული ელ რაია: ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ განიმ, რომელმაც თავი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შეაფარა, აქ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა დასტოვა დიდი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და ამასთან უარყო ბრალდებები, დიდი ოდენობით თანხის გატაცების თაობაზე

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ამერიკელმა ჯარისკაცებმა, ქაბულის აეროპორტში თავმოყრილი ხალხის გასაკონტროლებლად, ჰაერში ცეცხლი გახსნეს

გერმანული პორტალი ზდფ.დე: გერმანიამ, ავღანეთიდან 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა

დოიჩე ველე: აშშ-ი და  თალიბანები შეთანხმდნენ სამოქალაქო პირების ევაკუაციის თაობაზე

არდ.დე: აშშ-ში კოვიდ-19 ვაქცინის მესამე დოზით აცრა,  20 სექტემბერიდან დაიწყება

ესპანური ელ პაისი: იტალიური მაფიის მეორე სამშობლო ესპანეთი გახდა

მექსიკური ლა ჟორნადა: მექსიკის მთავრობამ, ავღანელი ლტოლვილების მისაღებად, ირანში თავისი საელჩოს მეშვეობით შესაბამის პროცედურები დაიწყო

ელ კომერსიო (პერუ): კოლუმბიელმა დაქირავებულებმა აღიარეს, თუ როგორ მოკლეს ჰაიტის პრეზიდენტი

ფრანგული ლე პარიზიენი: კოვიდ-19: საფრანგეთი შაბათიდან ალჟირს და მაროკოს წითელ სიაში შეიყვანს

ლე ფიგარო: ხანძარი საფრანგეთის ვარის რეგიონში: ქარი და გვალვა ართულებს ხანძრის კონტროლზე აყვანას

ფრანსე 24: კოვიდ-19: ჯანმო-მ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ) განაცხადა, რომ ვაქცინის მესამე დოზა ჯერჯერობით არ არის საჭირო

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ:  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კვირის ბოლოს მას სატელეფონო საუბარი ექნება რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან და განიხილავენ ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს

როსიისკაია გაზეტა: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დისიდენტის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი, "დაგეგმილ პროვოკაციად" შეაფასა

საინფრომაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის ასტრახანის ოლქში, MiG-29 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა



მსგავსი ინფორმაციები