უცხოური პრესა 16.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1691718
უცხოური პრესა 16.08.2021

კატარული ალ-რაია: თალიბანის ძალებმა, დედაქალაქ ქაბულში საპრეზიდენტო სასახლე აიღეს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განი,  ავღანეთის დაშლის სიმბოლო გახდა

 ერაყული ალ-ზემანი: პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი: ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ პაკისტანთან

გერმანული პორტალი დპა.დე: თალიბების ქაბულში შესვლის კვალდაკვალ, გერმანიამ გამოაცხადა, რომ მან დახურა თავისი საელჩო ამ ქვეყანაში

დოიჩე ველე: გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდარული ვარსკვლავი გერდ მიულერი, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ზდფ.დე: ბერლინიდან ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთი თვითმფრინავი გააგზავნეს, რათა გერმანიის საელჩოს თანამშრომლებისა და სხვა გერმანელი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინონ

ფრანგული ფიგარო:  ჩრდილოეთ მაროკოშიც ტყის ხანძარი გაჩნდა

ლე მონდი: საფრანგეთის მთავრობამ, ავღანეთიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამხედრო ძალები მიავლინა

ლე პარიზიენი: კოვიდ-19: საფრანგეთში ვაქცინაციის ბარათის გამოყენება, სავალდებულო იქნება მინიმუმ 126 სავაჭრო ცენტრში

ესპანური ელ პაისი: ავღანეთი, ახლიდან გადავიდა თალიბების კონტროლ ქვეშ

ინფობაე (არგენტინა): ჩინეთი ზეწოლას ახდენს ექსპერტებზე, რათა  კოვიდ-19-ის გაჟონვა ვუჰანის ლაბორატორიიდან, არ გამოიძიონ

ტელესური (ვენესუელა): ვენესუელამ, 30 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტის

რუსული საინფრომაციო სააგენტო რია ნოვოსტი: გერმანული AfD-ს პარტიის თანათავმჯდომარემ იორგ მეუთენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მხრიდან “ჩრდილოეთ ნაკადი-2“ პროექტის დატოვება, ზეგანვითარებული ინდუსტრიული გერმანული სახელმწიფოს დასასრული გახდება

იზვესტია: უკრაინელმა პოლიტოლოგმა იური რომანენკომ თქვა, რომ აშშ-ის გაქცევა ავღანეთიდან, მწარე გაკვეთილი უნდა გახდეს უკრაინისთვისაც

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: როსპოტრებნადზორის (ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს) ეპიდემიური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ჰადიჯათ ომაროვამ განაცხადა, რომ კოვიდ-19 დაავადებისგან გადარჩენილთა მესამედს, 3-4 თვის გასვლის შემდეგაც კი უჭირთ ყოველდღიური სამუშაოს შესრულება და საკუთარი თავის მოვლა



მსგავსი ინფორმაციები