უცხოური პრესა 13.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1690506
უცხოური პრესა 13.08.2021

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-ი  3000 ჯარისკაცს დროებითი მისიით აგზავნის ავღანეთში, რათა მათ ამერიკელი დიპლომატების მშვიდობიანი ევაკუაცია მოახდინონ ქაბულიდან

კატარული ალ-ჯეზირა: თალიბები, ქალაქ ყანდაჰარსა და ღაზნეზე კონტროლის დამყარების შემდეგ, დედაქალაქ ქაბულს მიუახლოვდნენ და მთავრობამ, ოპერაციების შეჩერების სანაცვლოდ, თალიბებს ძალაუფლების გაზიარება შესთავაზათ

იორდანიული ელ-დუსტური: რუსეთის განცხადებით, სპუტნიკის ვაქცინა,  83%-ით იცავს ინდური დელტას ვარიანტისგან

გერმანული პორტალი ფოკუს.დე: თალიბანის წინსვლის გამო, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მოუწოდა ავღანეთში მყოფ გერმანელებს, სასწრაფოდ  დატოვონ ეს ქვეყანა

შპიგელ.დე: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი: "თუ თალიბანი დაიკავებს მთელ ავღანეთს, მაშინ, ყველანაირი დახმარება შეუწყდება ამ ქვეყანას

ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას შეუძლია თალიბანთან შეხვედრა გამართოს

ესპანური ელ მუნდო: ესპანური ვაქცინა არ გადაიდება: ”მასში არსებული ცილა, შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ახალი ვარიანტების წინააღმდეგაც, რომლებიც შეიძლება მომავალში წარმოიშვან.”

მექსიკური ლა ჟორნადა: ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ოპოზიციასთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ისინი ქედს არ მოუხრიან შანტაჟებს

ელ კომერსიო (პერუ): ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია არის "ბიოლოგიური ომის ნაწილი."

რუსული საინფრომაციო სააგენტო რია ნოვოსტი: ქალაქ ვორონეჟში, გაჩერებაზე მომლოდინე სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის ყოფილ ელჩს ბელორუსიაში ისფანდიარ ვაჰაფზადეს, 50 წლით აუკრძალა  რუსეთში შესვლა

გაზეთი იზვესტია: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, თავის ჩინელ კოლეგა ვეი ფენგესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის აუცილებლად უნდა გაიზარდოს სამხედრო თანამშრომლობა

 ფრანგული ლე პარიზიენი: უკიდურესი სიცხე საფრანგეთში: 5 რეგიონი კვლავ ნარინჯისფერი განგაშის დონეზეა

ლე მონდი: ალჟირში ხალხი უმწეოა ტყის ხანძრების წინაშე, რომელმაც ფაქტიურად გაანადგურა კაბილის რეგიონი

ლე ფიგარო: მაროკო და ისრაელი ორმხრივად გახსნიან საელჩოებს



მსგავსი ინფორმაციები