უცხოური პრესა 11.08.2021
დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ალჟირში წარმოქმნილი ხშირი ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა და მათ შორის 25 ჯარისკაცი იყო
კატარული ელ-რაია: საბერძნეთში მიმდინარე ტყის ხანძრებთან საბრძოლველად, კატარმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფი მიავლინა
ერაყული ალ-ზემანი: ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა პარი სენ-ჟერმენმა, თავის გიგანტურ პროექტში შეიყვანა ბარსელონადან წასული არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი
გერმანული სუდეტშ ცაიტუნგი: კორონავირუსი გერმანიაში: უფასო კორონა ტესტები არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის, 11 ოქტომბერს გაუქმდება
დოიჩე ველე: ახალგაზრდა მოსახლეობის რაოდენობა გერმანიაში, ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა
ესპანური ელ მუნდო: ამ თვეში ესპანეთში ვაქცინაცია 70%-ს მიაღწევს: ამ მიზნის მისაღწევად 9 დღეში 5 მილიონამდე კაცს მეორე დოზით აცრიან
ელ პაისი: ესპანელი მეცნიერ-მკვლევარების გაფრთხილებები წიაღისეული საწვავის შესახებ, ლამის პოლიტიკურ ომში გადაიქცა და ამიტომ ამ დღეებში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ შეიძლება უფრო მკაცრი ზომები მიიღონ
ელ ნასიონალი: აშშ-ი იმ მიგრანტებს, რომლებთაც არ აქვთ ოფიციალური დოკუმენტები, დეპორტს მექსიკაში უკეთებს
ფრანგული ფიგარო: კოვიდ-19: საფრანგეთის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში 28 ათასი 576 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო დაიღუპა 68 კაცცი
ფრანსე 24: ნიუ -იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს სექსუალურ შევიწროებაში
ლე მატინი (შვეიცარია): პარი სენ ჟერმენში გადასული ლიონელ მესი 30 ნომრიანი მაისურით ითამაშებს
რუსული საინფრომაციო სააგენტო ტასსი: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ავღანეთის საზღვარს უზბეკეთთან და ტაჯიკეთთან, უკვე თალიბები აკონტროლებენ
ინტერფაქსის სააგენტო: გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი იუწყება, რომ “Sputnik/სპუტნიკ V“ ვაქცინა, ჰოსპიტალიზაციის რისკს 20-ჯერ ამცირებს
ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის ბანკებმა, ანაბრების საპროცენტო განაკვეთები, პანდემიამდელ დონეზე დააბრუნეს