უცხოური პრესა 10.08.2021
დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

კატარული ელ-რაია: თურქეთში ტყის ხანძრების უმეტესობა ჩააქრეს
ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ჩინეთის მხრიდან დაწესებული კოვიდ-19 შეზღუდვების გამო, ნედლი ნავთობის ფასი დაეცა
ერაყული ალ-ზემანი: გაეროს მხრიდან ყველაზე საშიში ანგარიში კლიმატური ცვლილებების გაუარესების შესახებ: "მსოფლიო იხრჩობა."
ესპანური ლა ვანგარდია: ესპანეთის მოსახლეობის 60 პროცენტი, ორი დოზა კოვიდ-19 ვაქცინით აიცრა
ელ მუნდო: ლიონელ მესის წასვლის შემდეგ, ბარსელონა "შოკშია." ეს კლუბი ჯერ კიდევ ელოდება ხელმოწერებს ოთხ ახალ ფეხბურთელთან
ინფობა (არგენტინა): კანადამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა უნისეფმა, კუბას თავსმოხვეული ჯანმრთელობის კრიზისის შესამსუბუქებლად, მას მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობანი მიაწოდეს
გერმანული პორტალი ტაგესშაუ.დე: საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა მიცოტაკისმა, ხანძართან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო ბოდიში მოიხადა
დოიჩე ველე: გერმანიის სამოგზაურო ასოციაციამ (DRV) განაცხადა, რომ ხანძრის ზონებში დაგეგმილი ვიზიტების გაუქმების შესახებ მომართვები, ფაქტიურად მინიმუმ დონეზეა
ტაგესშპიგელი: გაეროს ანგარიშის თანახმად, გლობალური დათბობის ლიმიტი 2030 წლისთვის, შეიძლება 1.5 გრადუსით გაიზარდოს
რუსული საინფრომაციო სააგენტო ტასსი: რუსეთმა, ურთიერთდახმარების პრინციპის საფუძველზე, ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
რია ნოვოსტი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იაპონიის ხელისუფლება, რუსეთის ტოკიოში მოქმედ საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციების წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა
ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მალე დატოვებს თანამდებობას
ფრანგული ფიგარო: კოვიდ-19: აშშ-ი თავის მოქალაქეებს ურჩევს, არ იმოგზაურონ საფრანგეთში
ფრანსე 24: კოვიდ-19: მარტინიკაში მეორე ლოქდაუნი იწყება და ამიტომ ტურისტებს კუნძულის დატოვებისკენ მოუწოდებენ
ლიბერასიონი: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ირანის ახალ პრეზიდენტ იბრაჰიმ რეისს მოუწოდა, ბოლო წერტილი დაუსვას ბირთვულ საქმიანობას