უცხოური პრესა 09.08.2021
დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

ფრანგული ფრანსე 24: არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი, ცრემლით დაემშვიდობა ბარსელონას
ლე მონდი: საბერძნეთის კუნძულ ევიაზე ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებს, ხოლო ათენის ჩრდილოეთში კიშესძლეს მისი კონტროლზე აყვანა
ლე ფიგარო: კოვიდ-19 საფრანგეთში: ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მწოლიარეთა რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა, როცა ერთი კვირის წინ ეს რიცხვი 1000-მდე იყო შემცირებული
ომანური ალ-ვათანი: ლიბანსა და ისრაელს შორის წარმოქმნილი დაპირისპირების გამო, გაერომ ორივე მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდა
ერაყული ალ-ზემანი: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გეგმავს დააჩქაროს თავის ქვეყანაში ელექტრო მანქანებზე გადასვლა
ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: საბერძნეთში ჩამოვარდნილი სახანძრო თვითმფრინავის პილოტი გადარჩა
რუსული როსიისკაია გაზეტა: ყველა ტყის ხანძარი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა თურქეთის დასახლებებს, ჩაქრობილ იქნა
საინფრომაციო სააგენტო ტასსი: რუსეთი განაახლებს ფრენებს ეგვიპტეში, დომინიკის რესპუბლიკაში, მოლდოვაში და ბაჰრეინში
ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სტანისლავ პოზდნიაკოვმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ნაკრები მონაწილეობას მიიღებს პეკინის 2022 წლის ზამთრის თამაშებში, ოღონდ სახელმწიფო ჰიმნის ნაცვლად, პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკას შეასრულებენ
ესპანური ელ პაისი: დელტას ვარიანტის ესპანეთში ფართოდ გავრცელება, სექტემბერში სწავლის დაწყების მოახლოებასთან ერთად შეშფოთებას ზრდის
კლარინი (არგენტინა): ლიონელ მესი ცრემლებით დაემშვიდობა ბარსელონას: "მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ დავრჩენილიყავი"
ტელესური (ვენესუელა): ჩილეში, კოვიდ-19 პანდემიის მსხვერპლთა გამო, ორდღიანი გლოვა გამოცხადდა
გერმანული ტაგესშაუ.დე: გერმანიაში არ აცრილებზე ზეწოლა გაიზრდება
შტერნი: გერმანიის ტოკიოს ოლიმპიადის შედეგები: ორი სკანდალი და ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 30 წლის განმავლობაში
დოიჩე ველე: უნდა მოხდეს თუ არა ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაცია?