უცხოური პრესა 05.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1685939
უცხოური პრესა 05.08.2021

ერაყული გაზეთი ალ-ზემანი: თურქეთი მკაცრად აკრიტიკებს ამერიკულ პროექტს ავღანელების მესამე ქვეყანაში განსახლების შესახებ

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: თურქეთმა 33 ოლქში გაჩენილი 167 ხანძრიდან უმრავლეოსობის ჩაქრობა მოახერხა

ომანური ალ-ვათანი: საბერძნეთში ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარის მთქმელ პედაგოგებს, ხელფასი შეუმცირდებათ

ფრანგული ლე მონდი: მექსიკამ, ამერიკელი იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ,  პირველი სამართლებრივი მოქმედება დაიწყო

ლე ფიგარო: აშშ-ი ითვალისწინებს საზღვრების გახსნას იმ მოგზაურთათვის, რომლებსაც გაკეთებული აქვთ კოვიდ-19-ის ვაქცინა

ფრანსე 24: საფრანგეთის სახელმწიფო, ჰაერის დაბინძურებისათვის რეკორდული, 10 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის ელჩის ანკარაში, იურგენ შულცის თქმით, მათ სურთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირსა და თურქეთს შორის. "თურქეთი არ არის ევროკავშირის პარტნიორი. იგი არის განსაკუთრებული ქვეყანა," განაცხადა შულცმა

ტაგესშაუ.დე: უკიდურესი სიცხე და ტყის ხანძრები გრძელდება თურქეთში, საბერძნეთსა და იტალიაში

შპიგელ.დე: ანკარა მკაცრად გამოეხმაურა აშშ-ის იმ განცხადებას, რომ ამერიკაში მიგრაციის მსურველ ავღანელებს დროებით მიიღებენ თურქეთის მსგავსი მესამე ქვეყნები

ესპანური ელ პაისი: ტყის ხანძარს ებრძვის ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთი. ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, ეს არის "ახალი ნორმალური", რომელსაც აჩენს  კლიმატური ცვლილები

ლა ჟორნადა (მექსიკა): ვენესუელის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ამ თვეში მექსიკაში გაიმართება

კლარინი (არგენტინა): არგენტინის მთავრობამ დაამტკიცა "შერეული“ ვაქცინის გამოყენება

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: შვიდმა სახელმწიფომ, ინგლისმა, საფრანგეთმა, აშშ-მა, ირლანდიამ, ნორვეგიამ, ესტონეთმა და ალბანეთმა რუსეთს მოუწოდეს, უარი თქვას ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებაზე

იზვესტია: საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ბელორუსიელი სპორტსმენის, ქრისტინა ტიმანოვსკაიას ქვეყანაში იძულებითი დაბრუნების გამო, მინსკის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს დისციპლინური ზომები

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთში საზოგადოებას მოუწოდეს, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ყოველ ექვს თვეში ერთხელ აიცრან



მსგავსი ინფორმაციები