უცხოური პრესა 04.08.2021
დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

იორდანიული გაზეთი ალ-დუსტური: იორდანიის მეფე აბდულა მეორე, დადებითად აფასებს საუდის არაბეთის მხრიდან იორდანიისადმი მხარდაჭერას
ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ალჟირი და აფრიკის კიდევ ექვსი ქვეყანა, აფრიკის კავშირში ისრაელის დამკვირვებელ წევრად მიღებას, ოფიციალურად აპროტესტებენ
კატარული ალ-რაია: პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა კატარს და იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ თურქეთს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში
გერმანული პორტალი ბრ24: ევროკავშირი ეხმარება თურქეთს ხანძართან ბრძოლაში
ტაგესშაუ.დე: გერმანიის მწვანეთა პარტია, ფედერალური არჩევნების შემდეგ თუ იგი მთავრობაში შევა, აპირებს შექმნას "კლიმატის დაცვის სამინისტრო."
დოიჩე ველე: გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო, კორონავირუსის უფასო ტესტირების დასრულებას, ოქტომბრის შუა რიცხვებში აპირებს
ესპანური ელ პაისი: ეპიდემიის მიუხედავად, ესპანეთმა ივლისის თვეში მოხსნა დასაქმების რეკორდი 19.59 მილიონი სოციალური დაცვის წევრით
ელ პერიოდიკო: ოთხშაბათიდან კატალონია იწყებს კოვიდის ვაქცინაციას 12 -დან 15 წლამდე ასაკის ჯგუფზე
საიფორმაციო სააგენტო ეფე: აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რეპრესიებს კუბაში 11 ივლისის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ და ამასთან სოლიდარობის შეტყობინება გაუგზავნა კარიბის ზღვის მოსახლეობას
ფრანგული ფიგარო: კოვიდ-19: კორსიკაში კოვიდ შემთხვევბის გაზრდის გამო, გაზარდეს საავადმყოფოების შესაძლებლობები
ლე მონდი: კოვიდ-19: კუნძულ გვადელუპაზე მდგომარეობა მეტად გართულდა და ამიტომ გადაწყვიტეს, გადავიდნენ 3 კვირიან სრულ ლოქდაუნზე
ლე პარიზიენი: კოვიდ-19: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსოფლიოს მოუწოდებს, რომ დელტას ვარიანტის წინააღმდეგ ყველა აიცრას
რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: ამერიკული ჟურნალი The National Interest-ი წერს, რომ რუსეთი, "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ბუნებრივი გაზის პროექტის დასრულების შემდეგ კიევს დასჯის და მის ფარგლებში უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეიზღუდება
ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: ადამიანების ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის, როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა, რომ რუსეთში კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია. მისივე თქმით, ივლისის ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაინფიცირებულთა 70 პროცენტს, დელტას ვარიანტი დაუდგინდათ
გაზეთი იზვესტია: რუსი კარატისტი ანა ჩერნიშევა ვერ შეძლებს ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას, რადგან მას კორონავირუსი დაუდასტურდა