უცხოური პრესა 30.07.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1682702
უცხოური პრესა 30.07.2021

კატარული ალ-რაია: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი: ანკარა ქედს არ მოუხრის და არ დაემორჩილება დასავლეთის შანტაჟს და მუქარას

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: კოვიდვირუსის მასიურად გავრცელების გამო, ბაჰრეინმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 16 ქვეყნის მოქალაქეებს

ერაყული ალ-ზემანი: ბაღდადში, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ამერიკის საელჩოსთან ახლოს

ფრანგული ფრანსე 24: კოვიდ-19-ის მე-3 ტალღის გამო, სენეგალის საავადმყოფოებში პაციენტების სიმჭიდროვეა

ლე მატინი: პირს, რომელმაც  ყალბი კოვიდ ვაქცინის სერტიფიკატების გაყიდვა მოახდინა საფრანგეთში, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლე ფიგარო: ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ციხიდან გათავისუფლებულთა მესამედმა,  შემდგომ წელს ხელახლა ჩაიდინა დანაშაული

გერმანული პორტალი ზდფ.დე: გერმანიაში, ქიმიური ქარხნის მყარი ნარჩენების დაწვის ველზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

არდ.დე: გერმანიაში ივლისის ინფლაცია 3.8%-ით დაფიქსირდა, რაც ბოლო 13 წლის ყველაზე მაღალ დონეს წარმოადგენს

ზეიტ.დე: ისრაელში, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, Pfizer/BioNTech–ის მესამე დოზას გაუკეთებენ

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსული კოსმოსური სააგენტო Roskosmos/როსკოსმოსი გამოიძიებს სიტუაციას რუსულ მოდულ "Nauka/ნაუკა"-სთან დაკავშირებით, რომლის ძრავები ავტომატურად გაიხსნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან (სკს) შეპირისპირების დროს. ნასას ცნობით, სკს–ს არ განუცდია რაიმე ინციდენტი და რომ ნაუკა წარმატებით შეუპირისპირდა მას

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი:  დანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უფე ელემან-იენსენმა  ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა,  "ჩრდილოეთის ნაკადი -2" პროექტი პირორის გამარჯვებად გადააქციონ რუსეთისთვის

სპორტ.რუ: ამერიკელმა მოცურავემ რაიან მერფიმ, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე 200 მეტრზე ზურგით ცურვაში დამარცხდა, განაცხადა, რომ პირველ ადგილზე გასულმა მისმა რუსმა მეტოქემ ევგენი რალოვმა, დოპინგი გამოიყენა

ესპანური ელ მუნდო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ორსული ქალები, ვაქცინაციის პრიორიტეტულ  სიაში შეიყვანა

არგენტინული ინფობაე: ახალი კვლევები აჩვენებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილ ადამიანებს შეუძლიათ დელტას ვარიანტის გადაცემა

ტელესური (ვენესუელა): არგენტინამ აცრა 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 75 პროცენტზე მეტი



მსგავსი ინფორმაციები