უცხოური პრესა 14.07.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1675054
უცხოური პრესა 14.07.2021

კატარული ალ-რაია: ლიბანში მედიკამენტების დეფიციტია...უცხოეთიდან ქვეყანაში დაბრუნებულებს ჩანთები მედიკამენტებით აქვთ სავსე

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ერაყში, საავადმყოფოს ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა. გამოძიების ფარგლებში კი უკვე 13 თანამდებობის პირია დაკავებული

ომანური ელ-ვათანი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააფრთხილა, რომ კოვიდ-19-ის სხვადასხვა ტიპის ვაქცინები არ უნდა ჩატარდეს ერთსა და იმავე პირზე. (ერთი ტიპის ვაქცინა მიიღება ერთ პირზე)

ავსტრიული გაზეთი დი პრესი: სამოქალაქო ომი ავღანეთში: ათასობით ავღანელი  თურქეთში გარბის

გერმანული პორტალი ზეიტ.დე: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი: "ფედერალური მთავრობა უარყოფს სავალდებულო ვაქცინაციას."

ჰანდელსბლატი.დე: სამომხმარებლო ფასები გერმანიაში: ინფლაციის დონე ივნისში 2.3 პროცენტით დაფიქსირდა. ფასის ზრდის ტემპი ოდნავ შემცირდა

ფრანგული ლე მონდი: იმ მიგრანტთა რაოდენობა,  რომლებიც ევროპაში მოხვედის იმედით ზღვებში დაიღუპნენ, ერთ წელიწადში გაორმაგდა

ლე ფიგარო: კოვიდ-19-ის ვაქცინაცია საფრანგეთში: გუშინ, ქვეყანაში 792,339 ინექციით, ახალი რეკორდი დამყარდა

ფრანსე 24: კოვიდ-19-ის კრიზისით გადატვირთულმა ტუნისმა, მსოფლიო საზოგადოებრიობისგან დახმარება ითხოვა

ელ პაისი (ესპანეთი): ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო ესპანეთის 140,000 მილიონი ევროს  სამაშველო გეგმას

ელ-კორრეო: ესპანეთი გახდა მეშვიდე ქვეყანა, სადაც  კოვიდ-19-ის ლამბდას ვარიანტი, რაოდენობრივად ყველაზე მეტად დაფიქსირდა

ტელესური (ვენესუელა): კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგეს პარილამ, აშშ-ის ადმინისტრაცია, ქვეყნის დისკრედიტაციისა და დესტაბილიზაციის მიზნით, კომუნიკაციური კამპანიის ჩატარებაში დაადანაშაულა

 

რუსული გაზეთი იზვესტია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა თალიბებთან მოლაპარაკებების მიზანი: ”ჩვენი მიზანი არის რეგიონში უსაფრთხოების თაობაზე თალიბებისათვის მოსკოვის მოსაზრებების მიწოდება.”

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთი, კოვიდ-19-ის შემთხვევათა რაოდენობით აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მე-4 ადგილზეა

საინფორმაციო სააგენტო ტასი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი: ”თუ მოსკოვი არ მიიღებს ზომებს რუსი ჰაკერების წინააღმდეგ, მაშინ ამას, თვით შეერთებული შტატები გააკეთებს.”



მსგავსი ინფორმაციები