უცხოური პრესა 13.07.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1674425
უცხოური პრესა 13.07.2021

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: სამხრეთ ერაყის იზოლირებულ საავადმყოფოს,  რომელშიც კოვიდ-19-ის პაციენტებს მკურნალობდნენ, ხანძარი გაუჩნდა, რასაც მინიმუმ 41 ადამიანი ემსხვერპლა

კატარული ალ-ჯაზირა: აშშ-ის განცხადებით, მხოლოდ ირანს შეუძლია განსაზღვროს ბირთვული მოლაპარაკებების განახლების თარიღი

ომანური ელ-ვათანი: ერდოღანი: ”თურქეთი ეკონომიკის მხრივ მსოფლიოს უმაღლეს ლიგაში აპირებს შესვლას.”

გერმანული დოიჩე ველე: ევრო 2020-ის ფინალურ შეხვედრაში, პენალტების ამცილებელი სამი აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელის მიმართ რასისტული გამონათქვამების გამო, ბრიტანეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ესპანური ელ-პაისი: ესპანეთის ახალი კაბინეტი, კატალონიელების პრობლემების გადასაჭრელად, ფართომასშტაბიანი დიალოგისათვის ემზადება

ლა ტერკერა (ჩილე): საპროტესტო გამოსვლები კუბაში: ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, სრული მხარდაჭერა გამოხატა რევოლუციური მთავრობისადმი

არგენტინული კლარინი: არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი: ”მე არ ვიცი კუბაში პრობლემის მასშტაბები, მაგრამ ემბარგო არ არის ჰუმანური.”

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: : რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა,  ვაშინგტონს მოსთხოვა, პატივი სცეს მოსკოვის აზრებს

იზვესტია: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ დონბასი უკრაინას არ საჭიროებს

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: მოსკოვში გახსნილ საერთაშორისო საავიაციო და კოსმოსური გამოფენაზე (MAKS-2021), წარმოდგენილი იქნება ახალი რუსული სამხედრო თვითმფრინავი

ფრანგული ფიგარო: 2020 წლის ოლიმპიური თამაშები: ფრანგების 58 პროცენტი ფიქრობს, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები არ უნდა ჩატარდეს

ლე მონდი: კოვიდ-19: საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივიე ვერანის თქმით, 15 სექტემბრის შემდეგ, არავაქცინირებული ჯანდაცვის მუშაკები ვეღარ შეძლებენ მუშაობას და ვერ მიიღებენ ხელფასებს

ლე ტემპსი (შვეიცარია): ღამით მოსული ძლიერი წვიმის გამო, ციურიხში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა



მსგავსი ინფორმაციები