უცხოური პრესა 12.07.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1673736
უცხოური პრესა 12.07.2021

გერმანული სუდეტშ ცაიტუნგი: გერმანიაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულების რიცხვი ახლიდან იზრდება და ექსპერტები შიშობენ მეოთხე ტალღაზე

დოიჩე ველე: აშშ-ის დასავლეთ რეგიონებში საშინლად ცხელა. მრავალ დასავლეთ შტატებში ჰაერის ტემპერატურა 54 გრადუსამდე ავიდა

ბილდ.დე: ევრო-2020 ფინალში, რომელიც ლონდონის უემბლის სტადიონზე გაიმართა, მასპინძელი ინგლისის ნაკრები პენალტების სერიით დამარცხდა იტალიასთან. ეს უკანასკნელი კი, 52 წლიანი პაუზის შემდეგ ხელახლა გახდა ევროპის ჩემპიონი

კატარული ალ-რაია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა ვაქცინების სამართლიანი განაწილება მთელ მსოფლიოში

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ერაყში, ყურბან ბაირამობის დღეებში (20-24 ივლისი) კომენდანტის საათი არ გამოცხადდება

ომანური ელ-ვათანი: ეგვიპტე სამხედრო ცერემონიით გამოემშვიდობა ყოფილი პრეზიდენტის ენვერ სადათის მეუღლეს, სიჰან სადატს, რომელიც 9 ივლისს გარდაიცვალა

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანათავმჯდომარე თინო ჩრუპალა ფიქრობს, რომ გერმანიამ უნდა დატოვოს ევროკავშირი და ააშენოს ახალი ევროპული გაერთიანებაველი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რუსეთი.

საინფორმაციო სააგენტო ტასი: გუშინ მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით, პრეზიდენტ მაია სანდუს "მოქმედების და სოლიდარობის პარტია" ხმების 48 პროცენტით ლიდერობს

გაზეთი იზვესტია: ჩრდილოეთ ნაკადი 2-​ის ხელმძღვანელმა მათიას ვარნიგმა  აშშ-ი, ამ პროექტზე მიღწეული შეთანხმებების არ შესრულებაში დაადანაშაულა

ესპანური ლა ვანგარდია: ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი, მთავრობის განახლების შემდეგ  ღრმა ცვლილებებს გეგმავს

ინფობაე (არგენტინა): კუბის რეჟიმმა ინტერნეტი და ელექტროენერგია გათიშა კუნძულის სხვადასხვა ნაწილში, რათა საპროტესტო გამოსვლები მთელ ქვეყანაში არ გავრცელდეს

პრენსა ლათინა (კუბა): კუბის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის ვაქცინა Soberana-Pediatría-ს მეორე დოზის კლინიკური კვლევა მიმდინარეობს

 ლე მატინი (შვეიცარია): კორონავირუსი: ადამიანები, რომლებიც უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კარგავენ ხელფასს ან სმარტფონს

ფრანგული ლე მონდი: ევრო-2020 საფეხბურთო ტურნირში იტალიელებმა თავიანთი ლამაზი თამაშით მოუგეს დიდი მოლოდინის მქონე ბრიტანელებს

ლიბერასიონი: საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივიე ვერანის აზრით, კოვიდ-19 ეპიდემიის მეოთხე ტალღა ახლოვდება



მსგავსი ინფორმაციები