უცხოური პრესა 23.06.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1663086
უცხოური პრესა 23.06.2021

ფრანგული გაზეთი ფრანსე 24: საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ჩატარდება 2022 წლის 10 და 24 აპრილს

ლე მონდი: კოვიდ-19 მსოფლიოში: იტალია ახლა ნიღბის ტარების ვალდებულების გაუქმებაზე მუშაობს, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), ევრო 2020-სთან დაკავშირებით ზომების მოდუნების გამოც კი შეშფოთებას გამოთქვამს

ბელგიური ლე სუარი: ვალოლონებს, რომლებმაც ღიად უარყვეს კორონავირუსის ვაქცინა, ამ თვის ბოლოს მეორე შანსი მიეცემათ

გერმანული პორტალი შტერნ.დე: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) სკოლებში, თურქული და ბერძნული ენის გაკვეთილების შეტანას ითხოვს

დოიჩე ველე: თურქეთი,  ტურიზმის სეზონის გაგრძელებას გეგმავს

იორდანიული ელ-დუსტური: ებრაელმა ახალმოშენეებმა დაარბიეს ალ-აქსას მეჩეთი, ხოლო პოლიციამ კი იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროზე ათობით პალესტინელი დააპატიმრა

კატარული ალ-ჯეზირა: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ”რასიზმის ვირუსი” უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციები ყურადღებას არ აქცევენ მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებს.”

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: პენტაგონის მხრიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან “პატრიოტის“ სისტემის გამოყვანამ, შესაძლოა ეს ქვეყნები რუსული S-400  ტიპის თავდაცვის სისტემის ან, ჩინური წარმოების  X-Qiu-9 ტიპის რაკეტებისკენ უბიძგოს

ესპანური ელ-პაისი: ესპანეთის მთავრობამ, დიალოგის ახალი ეტაპის დასაწყებად, 2017 წელს დაპატიმრებული კატალონიელი ლიდერებისათვის ნაწილობრივი და პირობითი ამნისტიის გამოცხადება დაამტკიცა

არგენტინული ინფობაე: აშშ-ი, ნიკარაგუას პრეზიდენტ დანიელ ორტეგას რეჟიმზე ზეწოლის გასაზრდელად,  ახალი კანონის მისაღებად ემზადება

ტელესური (ვენესუელა): რუსეთისა და ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს მათი ქვეყნების სტრატეგიული ურთიერთობები

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი:  რუსეთის საელჩო ვაშინგტონში აშშ-ს და მის მოკავშირეებს მოუწოდებს, არ ჩაატარონ სამხედრო წვრთნები შავი ზღვის სანაპიროზე

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: ბუნდესტაგის პარლამენტარმა მემარცხენე პარტიიდან სევიმ დადგელენმა წერილი მისწერა გაზეთ nd.DerTag- ს და მასში აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა, რომელმაც თავდაცვის ხარჯები გაზარდა, რუსეთთან ომისათვის ემზადება

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: მას შემდეგ, რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ თურქეთთან ფრენები განაახლა, რუსეთში თურქეთის ტურების ფასი თითქმის გაორმაგდა



მსგავსი ინფორმაციები