უცხოური პრესა 18.06.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1660439
უცხოური პრესა 18.06.2021

ფრანგული გაზეთი ლე მონდი: დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო სპილოს ძვლის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო, ათწლიანი გადასახლების შემდეგ  თავის ქვეყანაში დაბრუნდა

ფრანსე 24: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წიგნის კითხვას, მნიშვნელოვან ეროვნულ მიზნად მიიჩნევს და უარყოფს "საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას"

ლე სოარი: ევრო 2020: ბელგიის ნაკრებმა ანგარიშით 2:1 დაამარცხა დანია და ჯგუფიდან გასვლის გარანტია მოიპოვა

ალ-დუსტური (იორდანია): ისრაელის არმიამ  ორი სახლი დაანგრია პალესტინის ქალაქ ხებრონში და ამასთან, 12 კორპუსის დანგრევასთან დაკავშირებითაც წინასწარი  გაფრთხილება გაავრცელა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ისრაელის ბომბდამშენებმა ღაზას სექტორში ზოგიერთი ობიექტები დაბომბა

კატარული ალ-რაია: ღია წერილში, რომელსაც ხელი მოაწერა 680 საერთაშორისო ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა 75 ქვეყნიდან და გაუგზავნა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, მოითხოვენ, ისრაელმა შეაჩეროს პალესტინელების მიმართ რეპრესიები

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი,  თავის თურქ კოლეგა ჰულუსი აქარს ეწვია

დპა: ეკონომისტების აზრით, გერმანიის ეკონომიკა იზრდება

ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: შვედეთის პარლამენტმა პრემიერ მინისტრ შტეფან ლოფვენისადმი უნდობლობა განაცხადა

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეკ სალივანმა უარყო პრეტენზია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ძალიან მეგობრული იყო თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე და თქვა, რომ ამერიკის ლიდერმა რუს ლიდერს, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მრავალი კითხვა დაუსვა

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 17 ამერიკელი, კვლავ რჩება რუსეთის ციხეებში

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თქვა, რომ დედაქალაქში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია დღითიდღე უარესდება

ესპანური ელ-მუნდო: ესპანეთი განიხილავს ნიღბების სავალდებულო გამოყენებას მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში

ელ პაისი: ჩინეთის აეროპორტებში გამოყენებული სახის ამომცნობი ეფექტური სისტემები, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ახლა გამოყენებული იქნება ესპანეთის აეროპორტებშიც

ელ ნასიონალი (ვენესუელა): აშშ-მა გადაწყვიტა შეამსუბუქოს სანქციები ისე, რომ ვენესუელამ, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შეძლოს ზოგიერთი აუცილებელი პროდუქტის შეძენა



მსგავსი ინფორმაციები