უცხოური პრესა 17.06.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1659661
უცხოური პრესა 17.06.2021

ფრანგული გაზეთი ლე მონდი: კოვიდ-19: საფრანგეთში დღეიდან დაწყებული,  ღია ცის ქვეშ ნიღბების ტარების ვალდებულება მოხსნილია, ხოლო კომენდანტის საათი კი, კვირიდან მოიხსნება

ფრანსე 24: რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრა: ”ურთიერთთანამშრომლობის ინტერესი ორივე ქვეყანას გააჩნია”

ლე ფიგარო: ევრო 2020: იტალიური მას-მედიის ცნობით, განადგურდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სტადიონის მახლობლად გაჩერებულ ერთ მანქანაში იქნა ნაპოვნი

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ნიუორკ ტაიმსის აზრით, ბირთვულ შეთანხმებაზე უკან დაბრუნება ვერ გადაჭრის ირანის პრობლემას და ამიტომ ჯო ბაიდენმა სირიიდან უნდა დაიწყოს

ომანური ვათანი: ებრაელი ახალმოშენეები თავს ესხმიან პალესტინელების სახლებს დასავლეთ სანაპიროზე

ალ-დუსტური (იორდანია): ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, პირველად გაიზარდა მთელს მსოფლიოში მომუშავე ბავშვთა რიცხვი

კატარული ალ-ჯაზირა: ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში

გერმანული პორტალი ბილდ.დე: აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ”პუტინს არ სურს ახალი ცივი ომი”

შპიგელ.დე:  კორონავირუსის ინდური მუტაცია გერმანიაში გაიზარდა. იგი აღმოაჩინეს ინფიცირებულების ტესტების 11 პროცენტში

ტაგესშაუ.დე: გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს სპანს აკრიტიკებენ საჭიროზე ბევრი ნიღბის შეძენის გამო

ესპანური ელ-პაისი: ესპანეთში კოვიდ-19-ის ვაქცინაცია: 40 წელს გადაცილებული ადამიანების უმრავლესობა პირველ დოზას ამ თვეში გაიკეთებს, ხოლო 30 წელს გადაცილებულები კი ივლისში

ლა ვანგარდია: ბრიუსელმა მწვანე შუქი აუნთო ესპანეთისათვის 69 500 მილიონი ევროს გადარჩენის გეგმის გადაცემას

ინფობაე (არგენტინა): ჩილეს მედიცინის აკადემია ხელისუფლებას ურჩევს,  კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის შეჩერების მიზნით, დაუბრუნდნენ სამკვირიან კარანტინს

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან პირისპირი შეხვედრა შეაფასა როგორც "კარგი და პოზიტიური"

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ბაიდენთან შეხვედრისას განიხილეს ასევე უკრაინის საკითხი

გაზეთი იზვესტია: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პუტინისა და ბაიდენის სამიტს  წარუმატებლად მიიჩნევს



მსგავსი ინფორმაციები