უცხოური პრესა 16.06.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1658921
უცხოური პრესა 16.06.2021

გერმანული პორტალი ზდფ.დე: პანდემიის პერიოდში გერმანიაში ექსტრემისტი მემარჯვენეების ქმედებები გაიზარდა

დოიჩე ველე: ევროკავშირში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მათ ქვეყანაში კორუფცია იზრდება

არდ.დე: გერმანიაში ინფლაციამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია

ალ-დუსტური (იორდანიის გაზეთი): ისრაელის ახალი მთავრობის ახალი პრემიერის, ნაფტალი ბენეტის პრემიერობის პირველ დღეს,  იერუსალიმის ებრაელებმა დროშიანი მსვლელობა გამართეს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ისრაელის ბომბდამშენებმა მორიგი იერიში განახორციელეს ღაზას სექტორზე

კატარული ალ-რაია: არაბული ლიგის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებენ, ენნაჰდას კაშხალთან დაკავშირებით საგანგებო სესია მოიწვიონ

ფრანგული ფიგარო: ”კორონავირუსი აშშ-ში  2019 წლის დეკემბრიდან არსებობს”

ლე პარიზიენი: ”საფრანგეთის პრემიერ მინისტრ ჟან კასტექსის იზოლაციის პერიოდი დასრულდა, მას შეეძლება შეუერთდეს მინისტრთა საბჭოს შეკრებებს”

ფრანსე 24: ”ევრო 2020: საფრანგეთმა მიუნხენში 1-0 დაამარცხა გერმანია”

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის სამეფო სახლი უხერხულ მდგომარეობაშია იმის გამო, რომ ე.წ. "კატალონიის პროცესის" პატიმრებისთვის ამნისტიის საკითხში, პოლიტიკური დებატების ცენტრში აღმოჩნდა

ელ მუნდო: კოვიდ-19-ის ეპიდემიის დროს, ესპანეთის ულტრა მდიდართა 13 პროცენტმა,  აქტივების დიდი ნაწილი დაკარგა

ტელესური (ვენესუელა): პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში პედრო კასტილო, ხმების 50,1%-ით წინ არის

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: სანკ-პეტერბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ რუსეთში კორონავირუსის შემთხვევებმა პიკს შესაძლოა ივლისის შუა რიცხვებში მიაღწიოს

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგის ნაკლებობა, სსრკ-ს დროინდელზეც კი უფრო მეტია

გაზეთი იზვესტია: აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის მხრიდან ვლადიმერ პუტინთან დღეს დაგეგმილი პირისპირი შეხვედრის შემდეგ გასამართ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უარის თქმა, მისი სისუსტის დასტურია



მსგავსი ინფორმაციები