უცხოური პრესა 08.06.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1653739
უცხოური პრესა 08.06.2021

 

ბელგიური გაზეთი ლე სუარი: ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის მერიის  ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 9 ივნისიდან დაწყებული, გარდა ხალხმრავალი და დახურული სავაჭრო ადგილებისა, ქუჩებში  ნიღბების ტარება აღარ იქნება სავალდებულო

ფრანგული ლე მონდი: კოვიდ-19: ესპანეთი,  ვაქცინირებული ტურისტებისთვის ხელახლა ხსნის საზღვრებს

ფრანსე 24: ერთ-ერთი კვლევის თანახმად, პოლიციელთა თითქმის მეოთხედს,  "სუიციდური აზრები"აქვს

იორდანიული ელ-დუსტური: ლიბანი: ”მომიტინგეებმა, ნავთობისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გასაპროტესტებლად, გზები გადაკეტეს”.

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობამ იერუსალიმელ ახალმოშენეებს აიძულათ უარი ეთქვა პროვოკაციულ ქმედებებზე

კატარული ალ-რაია: არაბულმა ლიგამ ისრაელი გააფრთხილა იმ ნებისმიერი ქმედებების შესახებ, რომლებიც იერუსალიმში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებენ და გააუარესებენ

ესპანური ელ პაისი: ესპანეთი იწყებს ციფრულ სერთიფიკატის გაცემას, რათა მისმა მოქალაქეებმა შესძლონ ევროპაში მოგზაურობა

ლა ვანგარდია: ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი და კატალონიის ლიდერი პერე არაგონესი,  დიალოგისა და შეთანხმების ახალი ეტაპის დაწყებაზე შეთანხმდნენ

ელ კომერსიო, პერუ: ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამოაცხადა, რომ პერუში არჩევნების შემდეგ ხმების 93,66% დათვლილია და მისი მიხედვით პედრო კასტილომ მოაგროვა ხმების 50,18%-ი, ხოლო მისმა მეტოქემ კეიკო ფუჟიმორიმ კი ხმების 49,82 პროცენტი

გერმანული პორტალი ტაგესშაუ.დე: საპენსიო ასაკი გერმანიაში შეიძლება 68 წელი გახდეს. ზოგიერთი პარლამენტარის აზრით, თუ საპენსიო ასაკი 68 წელი არ გახდება, მაშინ, ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის პირისპირ აღმოჩნდება

ფრანკფურტერ რუნდშაუ: რობერტ კოხის ინსტიტუტი იუწყება, რომ გერმანიაში სულ უფრო კლებულობს კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები

შპიგელ.დე: ნიღბების სკანდალში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი,  ჯანდაცვის მინისტრს იენს სპანს იცავს

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ჩინეთმა  მზაობა განაცხადა, კორეის ნახევარკუნძულის საკითხთან დაკავშირებით გააძლიეროს დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგა ვლადიმერ ზელენსკისთან და იგი ამ ზაფხულს ვაშინგტონში სტუმრად მიიწვია

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის საელჩომ აშშ-ში, ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა სკანდინავიაში გამართულ Arctic Challenge–ის წვრთნებში,  პროვოკაციად შეაფასა



მსგავსი ინფორმაციები