უცხოური პრესა 07.06.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1652973
უცხოური პრესა 07.06.2021

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბი აშკენაზი, დროებით პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ალ-აქსას მეჩეთის გარშემო ვითარების ახლიდან  შესაძლო გამწვავების წინააღმდეგ აფრთხილებს

ალ-დუსტური (იორდანია): აშშ-ი შეშფოთებულია იერუსალიმში შექმნილი მწვავე ვითარებით და ღაზაზე კიდევ ერთი თავდასხმის შესაძლებლობით

კატარული ალ ჯაზირა: ენნაჰდას კაშხალი - იზრდება გაფრთხილებები ეგვიპტიდან და სუდანიდან. ეთიოპიის არმიამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის მოიგერიოს ნებისმიერი შეტევა

სტანდარტი (ავსტრია): რუსეთის მთავრობა, “ჩრდილოეთ ნაკადი-2“ მილსადენის მშენებლობის დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავს

გერმანული ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: საქსონია-ანჰალტის პროვინციაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) დიდი უპირატესობით მოუგო  ”ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) პარტიას

შპიგელ.დე: კორონას კომპენსაცია - აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩინეთისგან 10 ტრილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა

ელ პაისი (ესპანეთი): ”მოქალაქეთა უსაფრთხოების კანონის” რეფორმის განხილვები შეჩერდა, რადგან, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჟინებით მოითხოვს საზღვარზე დაჭერილი მიგრანტების სწრაფად უკან დაბრუნებას, როცა ამის წინააღმდეგია მთავრობის პარტნიორი “უნიდა პოდემოსი“

ელ უნივერსალი (მექსიკა): ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  მექსიკას, "საარჩევნო პროცესის წარმატებით დასრულებისათვის," მიულოცა

ელ კომერსიო (პერუ): საპრეზიდენტო არჩევნები პერუში: კეიკო ფუჟიმორიმ ხმების 52,4 პროცენტი მოაგროვა, პედრო კასტილომ კი 47.5 პროცენტი

ფრანგული ლე პარიზიენი: უცხოური ინვესტიციების მხრივ, საფრანგეთი კვლავ რჩება ევროპის ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად

ლე მონდი: საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს ისარგებლოს ქვეყანაში შექმნილი ჯანდაცვის მდგომარეობით და სასწრაფოდ დაიწყოს "მოდერნიზაცია"

ლე ფიგარო: საფრანგეთი,  რისკის ქვეშ მყოფ ასობით ავღანელ მუშას უმასპინძლებს



მსგავსი ინფორმაციები