უცხოური პრესა 12.05.2021

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1638457
უცხოური პრესა 12.05.2021

„ბუსინესსინსიდერ.დე“: თურქეთის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია TOGG გერმანიაში საკუთარ კომპანიას შექმნის.

„ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“: ახლო აღმოსავლეთი - თურქეთი ხმამაღლა აპროტესტებს იმას, რასაც ისრაელი აკეთებს, არაბული ქვეყნები კი დუმან.

„დოიჩე ველე“: საუდის არაბეთისა და ირანის დაახლოება - ორ ძლიერ მეტოქეს შორის პირდაპირმა კომუნიკაციებმა შეიძლება შეამსუბუქოს დაძაბულობა ყურის რეგიონში.

„ელ კლარინ“ (არგენტინა): მას შემდეგ, რაც არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფელიპე სოლამ დაგმო ღაზაში თავდასხმები, ბუენოს-აირესში ისრაელის საელჩომ გამოხატა შეშფოთება განცხადების გამო.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ და ავტონომიურმა რეგიონებმა დაამტკიცეს ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის ერთი დოზის მიღება 60 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის.

„ელ უნივერსალი“ (მექსიკა): ათასობით ადამიანი გაემართა ქალაქ გვადალახარში იმ 3 ძმის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, რომელთა ცხედრები სახლიდან გატაცების შემდეგ გარდაცვლილი იპოვნეს.

„ფრანსე 24“: კოვიდ-19 პანდემია: საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტისა და ვაქცინაციის პასპორტის შესახებ.

„ლე მატინი“ (შვეიცარია): ახალი ტიპის კორონავირუსი: ინდური შტამი 44 ქვეყანაში დაფიქსირდა, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვაქცინის საკითხთან მიმართებაში დახმარებას სთხოვენ.

„ლე მონდე“: საფრანგეთში, მმართველი პარტია LREM არ ეთანხმებოდა თავსაბურიანი კანდიდატს ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატად წამოყენების საკითხს.

„ალ ჯაზირა“: ერთ-ერთი ბრიტანული ახალი ამბების საიტი: „შეხლა-შემოხლა და ჩხუბი“ ასე აფასებს დასავლური მედია ისრაელის ძალადობას.

„ალ-ქუთს ალ-არაბი“: ისრაელის საოკუპაციო არმია: ‘ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასი რაკეტა იქნა ნასროლი.’

„ალ-დუსტური“ (იორდანია): ისრაელის ახალმა საჰაერო თავდასხმებმა გაანადგურა ღაზას სექტორის პასპორტის ოფისი.

„ალ ჯაზირა“: გლობალური სოლიდარობის კამპანიის დროს, თემა „გადაარჩინე შეიხ ჯარაჰის რაიონი“ სოციალურ ქსელ Twitter-ში ყველაზე განხილვადი საკითხი გახდა.

„რია ნოვოსტი“: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სერომოლოტოვმა განაცხადა, რომ 2020 წელში რუსეთის წინააღმდეგ კიბერ შეტევების უმეტესობა განხორციელდა აშშ-დან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან.  

„რბკ“: WhatsApp-ი 15 მაისიდან დაიწყებს მომხმარებლების დეაქტივაციას, რომლებიც არ მიიღებენ მის ახალ პოლიტიკას.

„იზვესტია“: რუსეთში საზაფხულო სახლის სესხებზე მოთხოვნა 3.5-ჯერ გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები