უცხოური პრესა 11.05.2021

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1637939
უცხოური პრესა 11.05.2021

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„ფრანსე 24’: Kovid-19: საფრანგეთის პრემიერ მინისტრია ჟან კასტექსის განცხადებით, საფრანგეთი ”გამოდის” ჯანდაცვის კრიზისიდან.

„ლე მონდი“: Kovid-19: საფრანგეთის ჯანმრთელობის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა დაადასტურა, რომ კაფე-რესტორნის ტერასები 19 მაისს გაიხსნება.

„ლე პარიზიენი“: საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ უფრო მძიმე ჯარიმები დაწესდება მათთვის, ვინც თავს დაესხმება პოლიციას ან ჟანდარმებს.

„დოიჩე ველე“: თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ხუთმა პარტიამ ერთობლივი განცხადებით დაგმო ისრაელის ოპერაცია ალ-აქსას მეჩეთის წინააღმდეგ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოქმედებისკენ მოუწოდა.

„შპიგელ.დე“: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO): ”ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ინდური შტამი საგანგაშოა.”

„ბილდ.დე“: გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი კოვიდ -19-ით დაავადდა.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთის ეკონომიკამ, რომელიც covid-19– ის გამო შემცირდა, აღდგენა დაიწყო.

„ტელესურ TV“ (ვენესუელა): ვენესუელამ დაგმო ისრაელის თავდასხმები პალესტინაზე.

„ელდუსტური“: იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეიმენ საფედიმ, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა: ”იერუსალიმი ფუნდამენტური და კრიტიკული საკითხია, რაც ხდება (ისრაელის თავდასხმები) უნდა შეჩერდეს.”

„ალ ჯაზირა“: ყურანი დაიწვა ... საოკუპაციო ჯარი ისევ დაესხა თავს ალ-აქსას, მომხდარის დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება.

„ელ ქუდს ელ არაბი“: პალესტინის პრეზიდენტმა (დაძაბულობაზე) პასუხისმგებლობა დააკისრა ოკუპანტ ისრაელს. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის თავდასხმების დასასრულებლად არაბ ლიდერებს ტელეფონით დაუკავშირდა.

სააგენტო „რეგნუმი“: რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შესთავაზა საბანკო ანგარიშების მფლობელებს ანაბრების დაბრუნების სისტემა, რომლებმაც ფული დაკარგეს კიბერშეტევების შედეგად.

„ლენტა.რუ“: რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე, იური ავერიანოვი ფიქრობს, რომ აშშ სხვა ქვეყნების ბიოლოგიური იარაღის წარმოებას ახალისებს.

„გაზეტა.რუ“: აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აზრით, არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა განახორციელა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ნავთობის ექსპორტიორი კომპანია Colonial Pipeline-ის IT სისტემაზე კიბერ შეტევა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები