უცხოური პრესა 10.05.2021

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1637332
უცხოური პრესა 10.05.2021

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„დოიჩე ველე“: სოციალ-დემოკრატების (SPD) პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად ოლაფ შოლცი გახდა.

„ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“: ევროკავშირმა ვერ განაახლა AstraZeneca-ს შეკვეთა.

„ლე მონდი“: გარემოსდაცვითი საკითხის (საფრანგეთი) კონსტიტუციაში შეტანასთან დაკავშირებით ჩასატარებელი რეფერენდუმის შესაძლო წარუმატებლობის საკითხზე მთავრობა და მემარჯვენეები სენატში პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

„ლე მატინი“ (შვეიცარია): ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 ადამიანი დაიღუპა დაბადების დღის წვეულებაზე თავდასხმის დროს.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთში გაუქმდა საგანგებო ვითარება: თუ უზენაესი სასამართლო ვეტოს დაადებს "კოვიდ -19 ღონისძიების გეგმას", მთავრობა კანონს შეცვლის.

„ლა ჯორნადა“ (მექსიკა): ამერიკის კოლორადოს შტატში დაბადების დღის წვეულებაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

„კლარინი“ (არგენტინა): არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა პარლამენტს გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც აძლიერებს მის უფლებამოსილებებს.

„ალ ჯაზირა“: იერუსალიმში შექმნილი ვითარების განსახილველად უსაფრთხოების საბჭო დღეს, არაბთა ლიგა და ისლამური კონფერენციის ორგანიზაცია ხვალ ორ საგანგებო სესიას გამართავს.

„ალ ჯაზირა“: ავღანეთი ... თალიბებმა 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს რამაზანის დღესასწაულთან დაკავშირებით.

„ალ-ქუდს ალ-არაბი“: ისრაელის საოკუპაციო ძალებმა დაარბიეს ალ-აქსას მეჩეთი და პალესტინელებთან ძალადობრივი შეტაკების დროს ათობით ადამიანი დაშავდა.

სააგენტო „ტასი“: CNN ირწმუნება, რომ ამერიკული კომპანია Colonial Pipeline- ზე კიბერშეტევის უკან შეიძლება რუსი ჰაკერები იდგნენ.

„ლენტა.რუ“: ჩეხეთი ფიქრობს რუსეთს მილიონობით დოლარის მოსთხოვოს ვრბეტიცში აფეთქებების გამო.

„რია ნოვოსტი“: Wall Street Journal- ის ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ავღანეთიდან გამოყვანილი თავისი ძალების ნაწილი რუსეთის საზღვარზე განალაგოს.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები