უცხოური პრესა 29.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1630461
უცხოური პრესა 29.04.2021

გერმანული დოიჩე ველე: ბოლო ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში მუსლიმთა რიცხვი 5,5 მილიონამდე გაიზარდა

ზდფ.დე: გერმანიაში მოსახლეობის დაახლოებით ერთ მეოთხედს,   კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვს გაკეთებული

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ-ი არ ცდილობს რუსეთთან დაძაბულობის გამწვავებას

გაზეთი ვედომოსტი: თურქეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 50 მილიონი დოზა რუსული “Sputnik V“ ვაქცინის შესყიდვაზე

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: ევროპარლამენტის წევრებმა, რუსეთის  მსოფლიო ბანკთაშორისი საკომუნიკაციო სისტემა SWIFT–დან გარიცხვის ინიციატივა წარმოადგინეს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა  მხარდაჭერა გამოხატა იემენში, ჰუსიტებთან კონფლიქტის  დიალოგის გზით დასრულებისადმი

კატარული ალ-ჯაზირა: ირანთან ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს ... აშშ-ის დელეგაცია რატომღაც ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

ალ-მუსტაკბალი (ლიბანი): კატარის ემირმა, შეიხმა ტამიმ ბინ ჰამად ალ სანიმ ბრძანა, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეგზავნოს ინდოეთს

ესპანური ელ მუნდო: კორონავირუსი: ინდური მუტაციის ეჭვები ესპანეთში არის, თუმცა, ფაქტიურად იგი ჯერ-ჯერობით არ არის დადასტურებული

ელ პაისი: კვლევამ აჩვენა, რომ მალის მოქალაქეები ესპანეთში მე-3 იმ ჯგუფში შედიან, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე მეტ თავშესაფარს ითხოვენ

ელ ნასიონალი (ვენესუელა): საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ვენესუელა სხვა ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა უმუშევრობის დონით

ფრანგული ლე მონდი: აშშ-ის პოლიციამ ადამიანი მიწაზე დააწვიანა და ზუსტად იმავე პირობებში მოკლა, როგორც აფრიკული წარმოშობის ჯორჯ ფლოიდი

ფრანსე 24: ის 18 სამხედრო, რომლებმაც გამოაქვეყნეს გამაფრთხილებელი სადავო სტატია სამოქალაქო ომის შესახებ, დაისჯებიან

ლე ტემპსი (შვეიცარია): საფრანგეთში, შვიდი ყოფილი იტალიელი ულტრა მემარცხენე ტერორისტი დაიჭირეს



მსგავსი ინფორმაციები