უცხოური პრესა 22.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1626150
უცხოური პრესა 22.04.2021

გერმანული პორტალი ზდფ.დე: პარლამენტმა დაამტკიცა სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების გამოყენებას ითვალისწინებს მთელი გერმანიისათვის

ველტ.დე: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ არ გადალახონ მისი ქვეყნის წითელი ხაზები

შპიგელ.დე: ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას, რომ 2030 წლისათვის სათბურის გაზების ემისიები,  1990 წლის დონესთან შედარებით 55%-ით შემცირდეს

კატარული ალ-რაია: კატარმა, თურქეთმა და გაერომ, სტამბოლის კონფერენციის გაადადების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრელეს

იორდანიული ელ-დუსტური: აფრიკის სახელმწიფო ჩადის ოპოზიცია უარყოფს სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებებს და საერთაშორისო ძალებს მშვიდობიანი გადასვლისაკენ მოუწოდებენ

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში სირიის წევრობა,  ”ასადის რეჟიმის ქიმიური დანაშაულების” გამო, შეჩერებულია

ესპანური ელ-პაისი: 4 მაისს მადრიდში ჩასატარებელი ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნების წინ კანდიდატებმა, სატელევიზიო დებატებში  კოვიდ-19-ის შედეგად გამოცხადებული დაღუპულთა რაოდენობები, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრალდებებად გამოიყენეს

ელ უნივერსალი (მექსიკა): ხელისუფლებამ გააფრთხილა, რომ იდალგოს პროვინციაში კოვიდ-19-ის მინიმუმ სამი შტამი მძვინვარებს

მექსიკური პორტალი მილენიო.კომ: აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი კამალა ჰარისი,  მექსიკას მიმდინარე წლის ივნისის თვეში ეწვევა

ფრანგული ლე მონდი: კოვიდ-19: საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სურს AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ არსებული უნდობლობის აღმოფხვრა

ფრანსე 24: ემანუელ მაკრონი დაესწრება ჩადის პრეზიდენტის, იდრის დების დაკრძალვის ცერემონიას

ლე ფიგარო: ინდოეთმა მოხსნა მსოფლიო რეკორდი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით, რადგან, ბოლო 24 საათში დაახლოებით 315 ათასი ახალი დაინფიცირებული გამოავლინეს

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას გააფრთხილა დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული პოლიტიკის უარყოფითი შედეგების თაობაზე

გაზეთი "იზვესტია": ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკუბ კულანეკმა მოითხოვა ყველა დეპორტირებული ჩეხი დიპლომატის რუსეთში რეადმიტაცია

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთმა გააძევა აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი, მათ შორის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც



მსგავსი ინფორმაციები