უცხოური პრესა 20.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1624611
უცხოური პრესა 20.04.2021

გერმანული პორტალი ტაგესშაუ.დე: ევროკავშირმა მიანმარს დამატებითი სანქციები დაუწესა

ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი:  რუმინელი წარმოშობის 22 წლის პაუნს ვილი, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰანაუში რასისტული თავდასხმის შედეგად მოკლეს,  თავდასხმის ღამეს გამოჩენილი გაბედულებისათვის, სიკვდილის შემდეგ, "სამოქალაქო სიმამაცის“ მედლით დააჯილდოვეს

დოიჩე ველე: გერმანიის მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარე ანალენა ბაერბოკი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდა

იორდანიული ელდუსტური:  ვენაში მიმდინარე  ირანის ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებებზე, ისრაელი რაიმე ზეწოლას თუ ზეგავლენას არ ახდენს, ამიტომ, ახლოსაა ამერიკა-ირანის მორიგება

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი:  სუდანმა ოფიციალურად გააუქმა ისრაელის ბოიკოტის კანონი

კატარული ალ-ჯაზირა: კატარის ემირი ანაახლებს ლიბანისადმი მხარდაჭერას და  პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, დააჩქარონ მთავრობის ფორმირება

ფრანგული ფიგარო: ექსპერტების ვარაუდით, ნახშირბადის (CO2) ემისიები, 2021 წელში საგრძნობლად გაიზრდება

ფრანსე 24: რუანდის მთავრობის მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთს, ”უდიდესი პასუხისმგებლობა” ეკისრება რუანდის გენოციდში

ინფობაე (არგენტინა): რუსეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, “სპუტნიკ-V“ ვაქცინას, 97.6%-იანი ეფექტურობის მაჩვენებელი გააჩნია

ტელესური (ვენესუელა): ვენესუელას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა გაეროსთან სურსათის მხარდაჭერის ხელშეკრულებას

პრენსა ლათინა (კუბა): არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში პედაგოგები გაფიცნენ. ისინი აპროტესტებენ პირისპირი სწავლების დაწყებას

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ისმხრიდან რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამერიკის ელჩმა ჯონ სალივანმა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია ვაშინგტონში დაბრუნებულიყო, უარი თქვა მოსკოვის დატოვებაზე

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იან ჰამაცეკმა განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან თავიანთი მოკავშირეების, ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან რუსეთის დაზვერვის ოფიცრების დეპორტაციას

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ,  რუსი დისიდენტის ალექსეი ნავალნის ციხიდან განთავისუფლება და მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოითხოვა



მსგავსი ინფორმაციები