უცხოური პრესა 16.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1622430
უცხოური პრესა 16.04.2021

კატარული გაზეთი ალ-რაია: სტამბოლი 24 აპრილს,  ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: გერმანელი ექსპერტები: "კოვიდ-19-ის მუტირებულმა ვირუსმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ვაქცინის ეფექტურობაზე."

ალ-მუსტაკბალი (ლიბანი): თეთრი სახლი: "ჩვენ უკვე შეგვიძლია ალ-ქაიდას ორგანიზაციის კონტროლი არა სამხედრო გზებითაც."

გერმანული დოიჩე ველე: სახლიდან მომუშავეები წელის ტკივილს უჩივიან. გერმანიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, სახლიდან მომუშავეების მესამედზე მეტს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ

სუდეტშ ცაიტუნგი: ინტენსიური თერაპიის განყოფილებების მდგომარეობა გერმანიაში ძალიან სერიოზულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მოიპოვება  ცარიელი საწოლები, არავინ არის დარწმუნებული, რომ აქ მოსული პაციენტი გამოჯანმრთელდება

ბილდ.დე: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს, AstraZeneca-ს ვაქცინათი აიცრება

ესპანური ელ პაისი: ესპანელმა მეცნიერებმა ჩინეთში,  მაიმუნისა და ადამიანის უჯრედებისგან  132 ემბრიონი შექმნეს

ელ მუნდო: Pfizer–ის აღმასრულებელი დირექტორი: ”შემოდგომაზე ისევ შეგვეძლება ნორმალურ ცხოვრებაზე გადასვლა.”

ელ მერკურიო (ჩილე): ჩილე მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობის ფსიქიკური ჯანმრთელობა,  პანდემიის დროს ყველაზე მეტად გაუარესდა

ფრანგული ფიგარო: საფრანგეთის მთავრობის პრეს-სპიკერმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ კულტურული ობიექტები მაისის შუა რიცხვებში გაიხსნება

ფრანსე 24: ემანუელ მაკრონმა თავისი უკრაინელი კოლეგა ვლადიმერ ზელენსკი ელისეის სასახლეში მიიღო

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების მომავლის შესახებ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთი და აშშ-ი "ორი დიდი სახელმწიფოა" და რომ მისი ქვეყანა ემხრობა "სტაბილურ და პროგნოზირებად" ურთიერთობებს

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ–ის მხრიდან რუსეთისადმი ახალი სანქციების დაწესებას, ორმხრივი ურთიერთობების გაწყვეტის მცდელობა უწოდა

გაზეთი კომერსანტი: რუსეთის ფედერალური ტურიზმის სააგენტო (როსტურიზმი): ”თურქეთსა და ტანზანიაში ამჟამად ასი ათასზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფება.”

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი, “ნონ გრატად“ გამოაცხადა



მსგავსი ინფორმაციები