უცხოური პრესა 07.04.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1616300
უცხოური პრესა 07.04.2021

ფრანგული გაზეთი ლე მონდი: მსოფლიოს მასშტაბური ვაქცინაციის მიუხედავად, კორონასწინანდელ ცხოვრებაზე დაბრუნება, ამბიციური მიზანია

ლე ფიგარო: პარიზის მერი ანა იდალგო, დედაქალაქის დაბინძურების წინააღმდეგ უმოქმედობაში  დაადანაშაულეს

ფრანსე 24: ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ  დაძაბულობის შეამცირებას თურქეთთან

გერმანული პორტალი ზეიტ.დე: ქალაქ კასელში, NSU-ს (ნაციონალ-სოციალისტების იატაკქვეშა) წევრის მიერ მოკლული თურქი მოქალაქის,  ჰალილ იოზგატის გარდაცვალების მე-15 წლისთავს აღნიშნავენ

ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: ევროპის წამლების სააგენტოს EMA-ს თანახმად,  AstraZeneca-ს ვაქცინებსა და სისხლის შედედების შემთხვევებს შორის კავშირი არსებობს

ზალცბურგერ ნახრიხტენი (ავსტრია): ირანმა და აშშ-მა, ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად მოლაპარაკებები დაიწყეს ვენაში

ელ პაისი (ესპანეთი): საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ უმუშევრობა ესპანეთში, 2027 წლამდე არ დაუბრუნდება პანდემიამდელ დონეს

 ინფობაე (არგენტინა): სანამ დიდი ბრიტანეთი იკვლევს ვაქცინების თრომბოზთან (სისხლის შედედება) შესაძლო კავშირებს, მანამ, ოქსფორდის უნივერსიტეტმა შეაჩერა AstraZeneca–ს ვაქცინის გამოკვლევა ბავშვებზე

 ტელესური (ვენესუელა): დაახლოებით 190 ქვეყანამ დაიწყო კოვიდ-19-ის ვაქცინაცია

კატარული ალ ჯაზირა: ნიუ იორკ თაიმსი: ისრაელმა ვაშინგტონს აცნობა, რომ მისმა ძალებმა წითელ ზღვაში ირანულ ხომალდს დაარტყეს

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-მა გამოთქვა სურვილი რომ ნაწილობრივ მოუხსნას ირანს სანქციები, თეირანი კი  სრულ მოხსნას მოითხოვს

რუსული პორტალი გაზეტა.რუ: კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა შეფასება მისცა რა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებას ნატოში გაწევრიანების შესახებ, თქვა, რომ პირიქით, თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, იგი მთლიანად დაიშლება

იზვესტია: ფრანგულ გაზეთ ლიბერასიონთან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი ყულებამ განაცხადა, რომ მათ არ სურთ დონბასში ომი და ამიტომ ისინი მხოლოდ ცეცხლს გახსნიან მათ ჯარისკაცებზე თავდასხმის შემთხვევაში

ახალი ამბების სააგენტო ტასსი: კომპანია Zoom-მა,  რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ მათი პროგრამების გამოყენება შეზღუდა



მსგავსი ინფორმაციები