უცხოური პრესა 31.03.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1611759
უცხოური პრესა 31.03.2021

 

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ირანიდან შესაძლო საფრთხის გამო, ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ბაჰრეინში მოგზაური თავისი მოქალაქეები გააფრთხილა

კატარული გაზეთი ალ-რაია: კატარმა 100 მილიონი დოლარის დახმარება აღუთქვა სირიას

ელ-მუსტაკბალი (ლიბანი): ჰამასი: ”რა მიზეზიც არ უნდა წამოგვიყენონ, ჩვენ  უარს ვამბობთ პალესტინის არჩევნების გადადებაზე.”

ელ პაისი (ესპანეთი): ევროკავშირი ესპანეთისგან, ყოვლისმომცველი და ამბიციური რეფორმების გატარებას ითხოვს

ელ მუნდო: მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალებისა და მიმდინარე სამოქალაქო არეულობების გამო, ესპანეთმა  თავის მოქალაქეებს ამ ქვეყნის სთხოვა

ტელესური (ვენესუელა): ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, სტრატეგიულ სფეროებში რუსეთთან ხელი მოაწერეს 12 შეთანხმებას

გერმანული დოიჩე ველე: გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია Biontech-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, თურქმა მეცნიერმა, პროფესორმა უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება, ამიტომაც ხელთ არსებული ყველა ვაქცინა სასწრაფოდ უნდა გამოიყენონ

სუდეტშ ცაიტუნგი: Astra Zeneca-ს ვაქცინა  გერმანიაში რეკომენდირებულია 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის

ველტ.დე: სირიელმა ლტოლვილმა ტარეკ ალაოუსმა, რასისტული მუქარის გამო,  თავისი კანდიდატურა ბუნდესტაგში მწვანეთა პარტიიდან, მოხსნა

რუსული ახალი ამბების სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან განიხილა როგორ “Sputnik V“ ვაქცინის, ასევე უკრაინასა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებიც

საინფორმაციო სააგენტო რეგნიუმი: გაზეთ The Hill-ის თანახმად, აშშ-ის 30-მა ორგანიზაციამ, აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა

გაზეთი კომერსანტი:  კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი ცხოველური ვაქცინა, რუსეთში იქნა რეგისტრირებული



მსგავსი ინფორმაციები