უცხოური პრესა 25.03.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1608140
უცხოური პრესა 25.03.2021

 

ფრანგული ლე მონდი: საფრანგეთში, კოვიდ-19–ის გამო ინტენსიურ თერაპიაში მწოლიარე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა თანდათანობით იზრდება

ლე ფიგარო:  დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა იზრდება

ფრანსე 24: ჩინელი ჰაკერები,  უიღურელი თურქების დასმენისათვის, სოციალურ ქსელ ფეისბუქს იყენებენ

იორდანიული ელ-დუსტური: იორდანიაში, AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის სამთვიანი პერიოდი დაინიშნა

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, ლიდერად კვლავ  რეჯეფ თაიფ ერდოღანი აირჩია

კატარული ალ-ჯაზირა: თურქეთმა, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება, თითქოსდა ანკარა ჩაერია საფრანგეთის არჩევნებში, მკაცრად დაგმო და უსაფუძვლო უწოდა

ესპანური ელ-პაისი: ესპანეთში 80 წელს გადაცილებულთა მხოლოდ ნახევარი აიცრა და ამ დროს მათ შორის შემთხვევების ნამეტანი ზრდა დაფიქსირდა

არგენტინული ლა ნასიონალი: არგენტინა, ვენესუელას კრიზისის მოგვარებისათვის 2017 წელს, ამერიკის 14 სახელმწიფოს მიერ შექმნილ საერთაშორისო ორგანიზაცია Lima Group-ს ტოვებს

პრენსა ლატინა (კუბა): კუბა მიჰყვება მასობრივი ვაქცინაციის გზას. კოვიდ-19- ის წინააღმდეგ მოსახლეობის 70%-ი აიცრება ივლის-აგვისტოს შორის

გერმანული პორტალი ბილდ.დე: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, აღდგომის დღეებში მიღებული კორონას შეზღუდვების გამო, მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

დოიჩე ველე: გერმანიის მთავრობამ ევროკავშირის კომისიას სთხოვა, დაიწყოს მუშაობა რუსული წარმოების კორონავირუსის ვაქცინის, “Sputnik V“ შეკვეთის მისაცემათ

შპიგელ.დე:  თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, გერმანელი ბავშვები 2022 წელს აიცრებიან

რუსული გაზეთი კომერსანტი: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორი ქვეყანა, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: Bloomberg–ის ანგარიშის თანახმად, აშშ-მა 2020 წელს გაზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან

ახალი ამბების სააგენტო რია ნოვოსტი: “სოიუზ 2.1b“ რაკეტა, OneWeb თანამგზავრების ორბიტაზე განსათავსებლად, “ვოსტოჩნის“ კოსმოდრომიდან გაიტყორცნა  



მსგავსი ინფორმაციები