უცხოური პრესა 22.03.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1605723
უცხოური პრესა 22.03.2021

კატარული გაზეთი ალ-რაია: კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხს ევროპული სამიტი განიხილავს ხუთშაბათს გადეგმილ ვიდეო-კონფერენციაზე

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: მეცნიერ-მკვლევარები: "კოვიდ-19 შეიძლება მომავალში გადაიზარდოს სეზონურ დაავადებად. კორონავირუსის წყარო მომავალ კვირას გამოცხადდება."

ელ-მუსტაკბალი (ლიბანი): თურქი მეცნიერი ოზლემ თურეჯი: "კოვიდ-19 შეიძლება იმედი გახდეს კიბოთი დაავადებულთათვის. მეთოდი იგივე იქნება, მალე კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოყენებული იქნება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაშიც."

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს სურს ამჟამად მოქმედი შეზღუდვები გაგრძელდეს აპრილამდე

ტაგესშაუ.დე: გერმანიის ვიცე პრემიერ-მინისტრი ოლაფ შოლცი: "პასკალიაზე დიდი სადღესასწაულო ტალღა, საშიშროებას შეუქმნის ყველას საზაფხულო არდადაგებებს."

ბერლინერ ცაიტუნგი: მეცნიერთა ვარაუდით, კორონავირუსის მესამე ტალღა შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მისი წინამორბედები

ფრანგული ლე მონდი:  კოვიდ-19–ის გამო ადგილობრივი არჩევნების გადადების შესაძლებლობა საფრანგეთში, ოპოზიციას აშფოთებს

ფრანსე 24: მარსელში ჩატარებულ არალეგალურ კარნავალს, კოვიდ-19-ის ზომების დაცვის გარეშე 6500-მდე ადამიანი დაესწრო

ლე ტემპსი (შვეიცარია): ქალაქი ჟენევა, სადაც მდებარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების შტაბ-ბინა, აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტის მოწმე ხდება

ელ პაისი (ესპანეთი): ყოველი 12 კომპანიიდან მხოლოდ ერთს შეუძლია ისარგებლოს ესპანეთში კოვიდ-19–ის გამო გაწეული სახელმწიფო დახმარებით

ელ მუნდო: ანგელა მერკელმა გერმანელ დამსვენებლებს სთხოვა, კორონას მე-3 ტალღის პერიოდში არ ეწვიონ ბალეარის კუნძულებსა და მაიორკას

ელ ნაციონალი (ვენესუელა): ვენესუელის რეჟიმმა გამოაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ტემპის შენელების მიზნით, 15-დღიანი რადიკალური შეზღუდვები იქნება გამოცხადებული

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: ამერიკელების უმრავლესობამ უხეშად და უხერხულად მიიჩნიეს ის, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა რუსი კოლეგის, ვალდიმირ პუტინის მისამართით

ახალი ამბების სააგენტო რია ნოვოსტი: სოფიის სამხედრო სასამართლომ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 6 კაციდან ერთი დააკავა

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ საჭიროებს რუსულ  "Sputnik V" ვაქცინას



მსგავსი ინფორმაციები