უცხოური პრესა 19.03.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1604317
უცხოური პრესა 19.03.2021

კატარული ალ-რაია: დიდმა ბრიტანეთმა, 30 წლის შემდეგ, პირველად გაზარდა თავისი ბირთვული ობიექტების რაოდენობა

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ”კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობისა და შემთხვევების შესამცირებლად, ვაქცინაცია აუცილებელია“

ელ-მუსტაკბალი (ლიბანი): წითელი ზღვაში ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს ეგვიპტისა და აშშ-ს ძალებმა

გერმანული სუდეტშ ცაიტუნგი: მედიკამენტების ევროპული სააგენტოს მონაცემებით, AstraZeneca-ს  ვაქცინას უფრო მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკები

ფრანკბურთერ ალგემეინე: გერმანიის დასავლეთ პროვინციებში პენსიები არ გაუზრდიათ

საინფორმაციო პორტალი ფოკუს.დე: გერმანიაში კოვიდ-19 შემთხვევის საგანგაშო ზრდა: ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუტაცია გარდაუვალია, რადგან კონტაქტების რაოდენობა ძალიან მაღალია

ესპანური ელ-პაისი: ესპანეთი, AstraZeneca–ს ვაქცინაციას გააგრძელებს მომავალი ოთხშაბათიდან

ინფობაე (არგენტინა): გაერომ მოითხოვა, რომ ბოლივიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ლუის არსემ, ყოფილი პრეზიდენტის ჟანინ ანეზის დაპატიმრების შემდეგ, პატივი სცეს ქვეყანაში ადამიანის უფლებებს

ტელესური (ვენესუელა): კოვიდ-19–ის წინააღმდეგ კუბის მეორე კანდიდატი ვაქცინის, მესამე ეტაპის ტესტები დაიწო

რუსული ახალი ამბების სააგენტო რია ნოვოსტი:  აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ონლაინ შეხვედრას გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან, რუსეთი დაესწრო მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის დონეზე

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინის მისამართით ისეთ სიტყვებს წარმოადგენენ, რომლებსაც მოქმედებებით არ უჭერენ მხარს

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ბულგარეთში რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსეთის სახელით ჯაშუშობაში

ფრანგული ლე მონდი: საფრანგეთში, განსაკუთრებით პარიზის რეგიონში, კომენდანტის საათის შემოღებით, მთავრობა მხარს უჭერს ე.წ. “მესამე გზას“

ლე ფიგარო:  აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდისა და ჩინეთის ოფიციალური პირების პირველ შეხვედრაზე, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ლე ტემპი (შვეიცარია): დანიაში ჯანმრთელობის ზომების დარღვევას, შეიძლება დაპატიმრება მოჰყვეს



მსგავსი ინფორმაციები