უცხოური პრესა 12.03.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1599877
უცხოური პრესა 12.03.2021

გერმანული დოიჩე ველე: რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ლოტარ ვილეერმა განაცხადა, რომ გერმანიაში  კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო

ზდფ.დე: ევროკავშირის კომისიამ დაამტკიცა Johnson & Johnson's ვაქცინის გამოყენება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ

შპიგელ.დე: გერმანიაში, ექსტრემისტული მემარჯვენეებისა და ტერორიზმის შედეგად დაზარალებულთათვის, ან მათი ნათესავებისთვის, 2017-2020 წლებს შორის მთლიანობაში 16 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაცია იქნა გადახდილი

ბელგიური ლე სოარი: გაირკვა, რომ ბელგიაში 2016 წლის 22 მარტის თავდასხმაში ბრალდებულებმა, თავდასხმის განხორციელებამდე ე.წ. "ტესტზე ორიენტირებული მკვლელობაც" ჩაიდინეს

ფრანგული ლე მონდი: კოვიდ-19: საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის თქმით, ქვეყანაში ვითარება ერთის მხრივ ”დაძაბული და შემაშფოთებელია”, ხოლო მეორეს მხრივ ძალიან ცვლილებადია

ლე პარიზიენი: კოვიდ-19-ის ვაქცინა: კვლევამ დაადასტურა, რომ ორჯერ ინფიცირებულისათვის ვაქცინის მეორე დოზა საჭირო აღარ არის

ესპანური ელ პაისი: ვაქცინირებულების იმუნური სისტემა, ანეიტრალებს კორონავირუსის ყველა საშიშ მუტაციას

გაზეთი აბჯ: AstraZeneca-ს მიერ წარმოებული კოვიდ-19 ვაქცინთან დაკავშირებით წარმოშობილმა ეჭვმა, გაზარდა პოლიტიკური დაძაბულობა

ლა ტერკერა (ჩილე): კვლევების თანახმად, 2100 წლის შემდეგ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის სეზონი 6 თვე გაგრძელდება

კატარული ელ-რაია: კატარის ემირი, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან  სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს განიხილავს

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: თურქეთმა, კატარმა და რუსეთმა, სირიის კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

იორდანიული ელ-დუსტური: ვაშინგტონი: თეირანი თუ არ დაიცავს ბირთვული შეთანხმების სრულ მოთხოვნებს, მაშინ, მის მიმართ დაწესებული სანქციები არ გაუქმდება

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოოსტი: ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ახალ სანქციებზე რუსეთის ზოგიერთი ჩინოვნიკის წინააღმდეგ. სანქციები მოიცავს ევროკავშირში მათი შესვლის აკრძალვას და ბანკებში არსებული აქტივების გაყინვას

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ, "ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციისგან განთავისუფლების სტრატეგია" დაამტკიცა

გაზეთი იზვესტია: თურქეთი გახდა ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი რუსებისთვის, რადგან, გაზაფხულისათვის თურქეთის კურორტებზე დაჯავშნული საერთაშორისო საფრენოსნო ბილეთის 34,6%-ი, სწორედ რუსებზე მოდის



მსგავსი ინფორმაციები